არგენტინის ნაკრებმა, კოპა ამერიკის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, ამხანაგური მატჩი “ნიუელს ოლდ ბოისის” წინააღმდეგ გამართა.
ლიონელ სკალონის ახლახანს გადახალისებული შემადგენლობის პირველად გამოცდის საშუალება მიეცა და ფეხბურთელებმა მცირე ტესტი წარმატებით გაიარეს. ლეო მესიმ დუბლი შეასრულა, ასევე გაიტანეს სერხიო აგუერომ, პაულო დიბალამ და როდრიგო დე პაულმა.
სამხრეთ ამერიკის თასზე არგენტინის ნაკრები პირველ თამაშს 15 ივნისს (საქართველოს დროით 16) ჩაატარებს. მათი მეტოქე კოლუმბია იქნება. ჯგუფში პარაგვაის და ყატარის ეროვნული გუნდებიც არიან.
ყატარიც და იაპონიაც მიწვეული არიან ამ ჩემპიონატზე.
სილქზე გავა ეს თამაშები?? <3
გაუჭირდებოდათ ხო იცი
წესერ გუნდს უნდა ეთამაშონ ამხანაგური ასე კლეობააა
მიდი რა ლომო კოპაზე უნდა იფრინო
Argentina igebs copas
ყატარს აქ რა ჩემი ფეხები უნდა