მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლეო მესი ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა

ლეო მესი ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა

2018/19 წლების ჩემპიონთა ლიგა დასრულდა და როგორც მოსალოდნელი იყო, ფინალურ მატჩში ბომბარდირთა დავაში ლიონელ მესისთვის გასწრება ვერავინ მოახერხა. 

არგენტინელმა ჯგუფური ეტაპიდან ნახევარფინალამდე 12 გოლი გაიტანა. მასთან ყველაზე ახლოს, 8 გოლით, “ბაიერნის” თავდამსხმელი, რობერტ ლევანდოვსკი იყო, რომელიც ტურნირს ჯერ კიდევ მერვედფინალში გამოეთიშა. 

მესი ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი მეექვსედ გახდა. ხუთჯერ, მან გამარჯვება სუფთად მოიპოვა, ერთ შემთხვევაში კი კრიშტიანუ რონალდუს და ნეიმარის თანაბარი შედეგი ჰქონდა. 

“ბარსელონას” კაპიტანი ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო გოლეადორიც გახდა და ევროპის ოქროს ბუცი მოიპოვა. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (21)

  • ბათუმსკი92
    schedule 05 ივნ 2019, 18:40

    ციტატა: ფრენკი
    დედაც ვატირე მაგნაირი ბომბარდირობისა მეორე თამაშში ჩაიჯვა საერთოდ არც ჩანდა ლიდერის თვისებები რო არ აქ ემჩნევა და არც კაპიტნის თვისებები ახასიათებს


    მესი ყველა თამაშს ვერ მოგაგებინებს