პედრო როდრიგესი უეფას ოფიციალურ საიტს ესაუბრა, სადაც მან მომდევნო მეტოქეზე, გასულ წლებზე და კიდევ სხვა თემებზე ისაუბრა.
ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში ”ბარსელონამ” განმეორებით შეხვედრაში, ლონდონის ”არსენალის” წინააღმდეგ გასაოცარი თამაში აჩვენა და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა. ამ გამარჯვებაში გარკვეული წვლილი პედროსაც მიუძღვის. იგი ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ესპანელია, რომელმაც გასაოცარი სისწრაფით დაიმკვიდრა თავი კატალონიის ”ბარსელონას” ძირითად შემადგენლობაში. იგი აცხადებს, რომ ეს ყველაფერი მარტივად მოხდა, თუმცა ამისთვის მან დიდი შრომა გასწია და დაუფასდა კიდეც.
გასულ წელს ”ბარსელონას” იმედები, რომ ზედიზედ ორჯერ მოეგო ლიგა დაიმსხვრა. ნახევარფინალში მათ იტალიური ”ინტერნაციონალე” და ჟოზე მოუნირიო გადაეყარა. გვარდიოლას გუნდმა ”კამპ ნოუზე” მეტოქეს 1:0 სძლია, თუმცა ეს არ აღმოჩნდა საკმარისი 3:1 წაგებული პირველი შეხვედრის შემდეგ.
” ინტერმა” ბრწყინვალედ ითამაშა დაცვაში. ბურთის უკან ძალიან ბევრი ფეხბურთელი იყო და ჩვენ სივრცეები შეზღუდული გვქონდა. ამ ყველფრის შემდეგ ბევრმა გუნდმა მათგან აიღო მაგალითი და იგივე ფეხბურთს გვეთამაშებიან. ჩვენ ამაზე ვსწავლობთ და ვცდილობთ გადავლახოთ ყველა ასეთი რთული ბარიერი.” განაცხადა პედრომ.
თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად პედროს უკვე აქვს მედლების და ტიტულების დიდი კოლექცია. იგი გრძნობს, რომ დიდი სპეკტაკლის ნაწილია: ” ასეთ გუნდთან ერთად შეგილძლია ბევრს მიაღწიო და შემდეგ გააუმჯობესო შედეგები. არსებობს ტაქტიკური სიძლიერე და სისწრაფე, რაც შემდეგ გოლს მოასწავლის. ჩვენ ვართ საკმაოდ ამბიციური გუნდი. ჩვენი მიზანია გავარგრძელოთ ტიტულების მოგება და არ შევწყვიტოთ განვითარება.”
2010 წლის მუნდილის გამარჯვებული პედრო, იგონებს თუ როგორ დააწინაურა მეორე გუნდიდან პეპ გვარდიოლამ პირველში. იგი ამბობს, რომ პეპი მისთვის მამასავითაა, რომელმაც მას რწმენა და ნდობა გამოუცხადა.: ” გვარდიოლა ბრწყინვალე მწვრთნელი და ძალიან განათლებული ადამიანი, რომელიც ნებისმიერ სიტუაციას აკონტროლებს. იგი ფეხბურთელებს ძალიან ბევრს ესაუბრება ამა თუ იმ თემაზე. მან კლუბზე ძალიან ბევრი რამ იცის, რადგან უკვე ძალიან დიდი ხნის განმავლობაში აქაა. გვარდიოლას ხელში ადვილია მოხვდე მეორედან პირველ გუნდში. ვფიქრობ, რომ ის ყველაფერს ძალიან კარგად აკეთებს”.
2009 წელს ”ბარსამ” სეზონი ტრიუმფით დაამთავრა და იგივეს განმეორება მათ წელსაც შეუძლიათ. კატალონიელებს ზედიზედ ორი კლასიკო ელით აპრილში, ერთი ლა ლიგაში, ხოლო მეორე ესპანეთის თასის ფინალში. ასევე მათ თუ დასძლიეს ”შახტარის” ბარიერი ლიგის 1/4 ფინალში და თავისმხრივ თუ ”რეალიც” გამოაგდებს ”ტოტენჰემს” ისინი ჩემპიონთა ლიგაზეც დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.
პედრომ ლიგის მიმდინარე სეზნში 7 მატჩში 3 გოლის შეგდება მოახერხა. იგი ძალიან კონცენტრირებულია მომდევნო მატჩზე, რომელსაც ”ბარსა” ”შახატართან” ჩაატარებს: ” მე ვფიქრობ ”შახტარი” კარგი გუნდია, თუმცა იმედი მაქვს პირველივე მატჩში, ”კამპ ნოუზე” მივაღწევთ წარმატებას. ჩვენ გვუსრს მწვერვალზე დარჩენა და იმ ტრიუმფის კვლავ განმეორება, თუმცა ეს ძალიან რთული საქმეა და ამის თქმა ჯერ ძალიან ადრეა”. დაასრულა პედრომ.



