workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ყველაზე დიდი სხვაობა

ყველაზე დიდი სხვაობა

გუშინ ესპანეთის ჩემპიონატის ორმა ლიდერმა იასპარეზა. ორივემ მატჩი ანგარიშით 1:0. ერთი განსხვავებით “ბარსელონამ” გასვლაზე “ელ მადრიგალზე” სძლია “ვილიარეალს”, ხოლო “რეალმა” “ხიხონთან” მარცხი იწვნია 0:1 მშობლიურ “სანტიაგო ბერნაბეუზე”.

ადგილობრივი დროით 6 საათზე “რეალმა” თავისი შეხვედრა დაიწყო და ძალზე წარუმატებლად დაასრულა. ეს იყო “რეალისათვის” პირველი მარცხი საკუთარ სტადიონზე. ორ საათში მატჩი “ლა ლიგის” უდაო ლიდერმა დაიწყო, “ბარსელონამ” “ელ მადრიგალზე” “წყალქვეშა ნავი” დაამარცხა ხერარდ პიკეს ერთადერთი გოლის წყალობით.

სხვაობა 8 ქულას შეადგენს. ეს არის წლევანდელ სეზონში ყველა დიდი სხაობა, აქამდე მაქსიმალური დაშორება “ბარსელონასა” და “რეალს” შორის იყო 7 ქულით, ახლა სხვაობა 8 ქულაა. “ლა ლიგის” დასრულებამდე 8 ტური დარჩა.

გვარდიოლასთვის ეს მატჩი “ბარსელონაში” იყო 169 – ე, იგი ამ მაჩვენებელით გაუთანაბრდა ტერი ვენაბლესს. საუკეთესო კი ამ ჩამონათვალში იოჰან კრუიფია 430 მატჩით, მას უკან ფრანკ რაიკაარდი 273 მატჩით, შემდეგ რინუს მიჩელი 264 მატჩით და ლუის ვან გაალი 200 მატჩით. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward