workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ფეხბურთელები მატჩის შემდეგ

ფეხბურთელები მატჩის შემდეგ

გუშინ “ბარსელონამ” 1:0 იმარჯვა “ვილიარეალზე”. ერთადერთი და გამარჯვების გოლი ხერარდ პიკეს ანგარიშზეა. როგორც გაირკვა, მან ეს გოლი აბიდალსა და შაკირას მოიძღვნა.

 

პიკე: “ჩვენ ძალიან დიდი ნაბიჯი გადავდგით ჩემპიონობისკენ, 8 ქულა უკვე საკმაო უპირატესობაა. უნდა აღვნიშნო, რომ ჩემპიონის ვინაობა არავითარ შემთხვევაში არ გადაწყდება 8 ტურით ადრე. ჩვენ უნდა ვიამაყოთ დღევანდელი მატჩით. “რეალის” წაგება სიურპრიზი იყო, მაგრამ ვიტყვი, რომ ეს კატასტროფა არაა, რადგანაც ასეთი რამ ჩვენც შეგვემთხვა პირველ ტურში ალიკანტეს “ჰერკულესთან” მატჩში. რაც შეეხება ჩემს გოლს, ეპიზოდი ძალიან სწრაფად წარიმართა და საჭიროა დაკვირვებით შევხედოთ გამეორებას”.

 

ტიაგო: “ჩვენ სამი სასიხარულო ამბავი გვაქ. “ბარსა ბ”–მ და პირველმა გუნდმა მოიგეს, ასევე დამარცხდა მადრიდის “რეალი”. ძალიან კარგი მატჩი გამოდგა და მიხარია, რომ ძირითადში დავიწყე ასპარეზობა”. ტიაგო ალკანტარამ 136–დან 126 ზუსტი პასი გააკეთა.

 

ვალდესი: “ჩვენ ვიცოდით, რომ მოგება ძალიან წაგვადგებოდა ჩემპიონობისთვის ბრძოლაში. ძალიან ბედნიერი ვარ გამარჯვებით და უნდა აღვნიშნო, რომ ძალიან კარგად ითამაშეს თანაგუნდელებმა, პრაქტიკულად მეტოქე ჩემამდე არ მოუშვეს, თუ არ ჩავთვლით 1–2 ეპიზოდს. შემიძლია დავიფიცო, რომ არ ვიყავი ყვითელი ბარათის ღირსი”.

 

ინიესტა: “ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი მთელი გუნდისთვის, მაგრამ კიდევ ბევრი ქულაა მოსაპოვებელი. დიდი მადლობა ჩემს თანაგუდნელებს, რომ ძალ–ღონე არ დაიშურეს. ჩემთვის პირველია გუნდური თამაში. მინდა შეავაქო ვიქტორი, რომელმაც რამდენჯერმე გვიხსნა გაშვებული გოლისგან. ძალიან რთული თამაში იყო, რადგანაც “ვილიარეალი” ძლიერი კლუბია და გამარჯვების შანსიც კი ჰქონდათ. ახლა კი ყველანი უნდა გადავერთოთ ჩემპიონთა ლიგაზე, ამ მოგებამ საკუთარი თავების რწმენა შეგვმატა”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში