სევილიაში, “ბენიტო ვილამარინზე”, კოპა დელ რეის ფინალში ერთმანეთს “ბარსელონა” და “ვალენსია” შეხვდნენ.
პირველი ტაიმი ნომინალურმა სტუმრებმა, გამეიროს და როდრიგოს გოლებით მოიგეს. მეორე ტაიმში ლეო მესიმ სხვაობა შეამცირა, მაგრამ კატალონიელებმა მეტის გაკეთება ვეღარ მოახერხეს და მატჩიც ასე დასრულდა – 1-2.
შესაბამისად, “ბარსელონა” კიდევ ერთი ტიტულის გარეშე დარჩა და ამ სეზონში მხოლოდ ლა ლიგა მოიპოვა.
“ბარსას” სამეფო თასი სულ 30-ჯერ აქვს მოგებული და ტურნირის რეკორდსმენია, რაც შეეხება “ვალენსიას” – ეს ამ გუნდისთვის მე-8 ტიტულია. მათ ბოლო გამარჯვება 2008 წელს იზეიმეს.




ცნობილმა რუსმა კომენტატორმა, ვასილი უტკინმა, "ბარსელონა" სამეფო თასის ფინალში წაგების შემდეგ გააკრიტიკა.
"ბარსამ" "ბენიტო ვილიამარინზე" "ვალენსიასთან" 2:1 წააგო და სამეფო თასის მოგება ხუთი წლის შემდეგ პირველად ვერ მოახერხა.
"ვალენსიამ სამეფო თასი მოიგო, დიდებულია! შესანიშნავი გოლები, მათი გეგმა მომაკვდინებლად კარგი და მუშა აღმოჩნდა. ასი წლის იუბილეზე ტიტულის მოპოვება, რამდენი ემოციაა! თუმცა, ერთი შეკითხვა მიჩნდება. ამდენი რატო არიან? რატომ უხაროდა "ვალენსიას" ეს გამარჯვება ასე ძლიერ? არა, გასაგებია, გამარჯვება გამარჯვებაა, მაგრამ, ისიც ხო უნდა აღინიშნოს, ვის მოუგეს – "ბარსელონას". ამ გუნდთან მოგება რა სასიხარულოა? "ბარსა" ისედაც ყველასთან აგებს.
უსაშველო გუნდია. ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ მეორედ 3-ბურთიანი უპირატესობა გაანიავა. მესი – რამდენი ლაპარაკია მის გარშემო, მაგრამ, რა მოიგო მან? განსაკუთრებით, არგენტინის ნაკრებთან ერთად და ზოგადადაც. ვინ თამაშობს "ბარსელონაში" მის გარდა? ეს გლამურული პიკე? თავის დროზე, მან "მანჩესტერ იუნაიტედშიც" კი ვერ მოიკიდა ფეხი, ახლა კი თავში მხოლოდ ბიზნესები უტრიალებს.
მწვრთნელი ხომ საერთოდ ცარიელი ადგილია, ფიზკულტურის მასწავლებელი. ტრიპლეტს იგებდა და ყველაფერი ორ კვირაში წყალშ ჩაყარა. ბევრი მწვრთნელი იცით, ვინც ამას ასეთ მოკლე ვადებში მოახერხებდა? უცნაურია, კი მარა ვის ეთამაშებოდა ეს გუნდი აქამდე, ტურნირი ზედიზედ 4-ჯერ რომ მოიგო? ახლა კი, როოგორც იქნა, წესიერი გუნდი გამოჩნდა და ყველაფერი თავის ადგილას დაუბრუნდა.
გაუგებარი ერთი რამ არის: რა უხაროდათ ამ ბიჭებს ასე ძალიან – როდრიგოს, პარეხოს, გარაის და სხვა გამეიროებს. თითქოს, მათ სუპერკლუბი დაამარცხეს, რომელსაც შემადგენლობაში საუკეთესო ფეხბურთელი ჰყავს. სამხრეთის ხალხი, ემოციები, ცეკვები. მათ ცოტა ის ფაქტი ამართლებს, რომ 11 წელი ტიტული არ მოუგიათ, მაგრამ, მაინც. რაიმე სასიხარულო მაინც ჰქონოდათ." – დაწერა უტკინმა.
Rato moigo liverpulma ? Imitomrom axalgazrda gundiyavt mondomebulebi da mowadinebulebi rato moigo valensiam imitomrom amatac axalgazrda gundi yavt anu daskvna gundi daberda gaviget Kai tamashebi aqvt chanatarebi suas rakitichs pikes magram daberdnen vsioo unda wavidnen alba iyos erti 2 sezoni maqsimum tu wesieri shemcvleli eyoleba danarchenebi gasashvebebinariam gunds mxolod erti rame ushvelis axali mwvrtneli da axalgazrda fexburtelebi stadionze yvelas mesis imediaq yvelaferi mesize ketdeba gunduri tamashi arqvia amas mesi roar iyos chempionta ligis zonashi moxvedra iqneba saocnebo
რა 160 ლარი დამიკარგა ბარსამ
უბრალოდ რა ვთქვა არვიცი! იმენა გუნდს აფუჭებენ ძალით აგენის დედა მოვ%$ და იმ ფანებისაც ვინც სტადიონზე მიდის და არ აპროტესტებს რო ვალვერდე წავიდეს!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! :(((
ვაიმეე ვინმემ არ თქვათ მესი დაბერდაო!!!
მოდი როგორც ცივილურმა ადამიანებმა ისე ვისაუბროთ ჩვენი საყვარელი გუნდის ნაკლოვანებებზე არ გვინდა ეს გინება და წყევლა.
ვალვერდე რომ უნდა წავიდეს ეს ფაქტია და ეს ხელმძღვანელობა რომ ძალიან არაკლმპეტენტურია და ხელს აფარებს ესეც ფაქტია მაგრამ გუნდის ძირითადი ბირთვი დაბერდა მესი 31 სუარესი 32 ბუსკეცი 31 პიკე 31 ალბა 30 ტიკი ტაკას თამაშს უდიდესი ძალა და ფიზიკური მზადყოფნა სჭირდება რაც ფაქტობრივად შეუძლებელია მოსთხოვო ას ასაკის ფეხბურთელებს გუნდს სჭირდება ახალი დნმ ახალი სისხლი სუარესი,რაკიტიჩი,ვალვერდე, სილესენი მალკომი, რობერტო, ვერმალენი, ეს ხალხი უნდა წავიდნენ და მათ ნაცვლად მოვიდნენ, დე ლიხტი, დე იონგი, და ზიეჩი ასევე კარგი მარჯვენა მცველი.
სემედუ-დე ლიხტი-პიკე-ალბა
ბუსკეცია
დე იონგი კოუტინიო
მესი ზიეჩი დემბელე
სკამი:სუარეს,უმტიტი, ლანგლე, არტური, ტოდიბო. ეს შემადგენლობა ფეხბურთს თავიდან აღმოაჩენს არვიცი რამდენად დამეთანხმებით მაგრამ მწვრთნელის ორი კანდიდატი მყავს ტიერი ანრი, და ხავი. ❤️👑❤️