რამდენიმე წუთის წინ “ბარსელონამ” ოფიციალურად დაადასტურა, რომ კლუბმა “გრონინგენის” ახალგაზრდა ნახევარმცველი ლუდოვიტ რეისი გაიფორმა.
18 წლის ფეხბურთელმა კატალონიელებთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა ხელშეკრულების კიდევ 2 წლით გახანგრძლივების პერსპექტივით. რეისი, თავდაპირველად, “ბარსა ბ”-ში ითამაშებს და მისი გამოსასყიდი თანხა 100 მილიონი ევრო იქნება.
გუშინ გავრცელებული ცნობებით, “ბარსელონას” ტრანსფერი 7 მილიონი ევრო დაუჯდა.
ლუდოვიტ რეისი “გრონინგენის” სკოლის აღზრდილია. ჰოლანდიის ჩემპიონატში მან 36 თამაშის ჩატარება და 2 გოლის გატანა მოასწრო.




100 მილიონი გამოსასყიდი სერიოზული თემაა, მე არ მინახავს ამისი თამაში და რა ასეთი ტალანტი დაინახეს, არც ეს ვიცი… იმედია ძალიან ნიჭიერია
ნიჭიერია და კაი დასამუშავრბელია ჩამსდ თამაშობდა გრონინგრმში
ლივერპულთან მარცხი, ჩემი მრავალწლიანი ფეხბურთის გულშემატკივრობის პერიოდში არის მწვრთნელის ერთერთი სამარცხვინო კრახი. ვნახეთ ხომ ჩვენ დანარჩენი ნახევარფინალისტების მოტივაცია და საბრძოლო განწყობა. ასეთ მატჩებში ესაა სწორედ მწვრთნელის მთავარი სამუშაო. დანარჩენი სქემები მხოლოდ ამის შემდეგ ხდება პროდუქტიული. ამიტომ გაკვირვებული ვარ ვალვერდეს პოსტზე დატოვებით, რასაც არ გააჩნია არავითარი ლოგიკური საფუძველი. ყველამ ვნახეთ ნახევარფინალში რაკიტიჩი და კოუტინიო, როგორც ცხვრები მგლებში, მე ვფიქრობ ამის შემდეგ მათ დარჩენაზე კამათი უნდა შეწყდეს. ერთადერთი რაც მათ შეუძლიათ შიგადაშიგ ცოტა უკეთესი თამაში, რაც მათი პროგრესის წინაპირობა სულაც არ იქნება. გი მათი გუნდში ყოფნით ახალგაზრდა პერსპ. ფეხბურთელებიც პაუზდებიან. და ამ ყველაფრის ფონზე რეალი რადიკალური ცვლილებებისთვის ემზადება. ასე რომ, ,,რაც შეუძლია აკეთებს" და ,,თავის ადგილზე არ თამაშობს" და სხვა, ფუჭი საუბარია. გიჟი ეკლესიაში შევიდა და ჩემ სახლს ესა ჯობიაო, ასეა სწორედ ვალვერდეს და ამათი საქმე. ცხადია დარჩენა სურთ. მადლობთ.
შტეგენი
სემედუ პიკე ლენგლე ალბა
ვიდალი დე იონგი არტური
მესი სუარესი კოუტინიო
სათადარიგო: დე ლიხტი, უმტიტი, დემბელე, რობერტო, ბუსკეცი, სილესენი და მალკომი
შტეგენი
სემედუ პიკე ლენგლე ალბა
ვიდალი დე იონგი არტური
მესი სუარესი კოუტინიო
სათადარიგო: დე ლიხტი, უმტიტი, დემბელე, რობერტო, ბუსკეცი, სილესენი და მალკომი
კოუტინიო ვიდალის ადგილას
კოუტინიოს ცენტრში დაყენება არ შეიძლება არააა გაგვარღვევენ ნახევარ დაცვაში იმიტომ რო დაცვითი ფუნქციები საერთოდ 0-ი აქვს ეგ არის სუფთა ფლეიმეიქერი ნახევარ დაცვას და შეტევას შორის უნდა დადგეს მან მესი გვყავს კოუტინიო უნდა წავიდეს
და ვინმეს უნახავს ეს ბიჭი საქმეში?
100 მილიონი გამოსასყიდი სერიოზული თემაა, მე არ მინახავს ამისი თამაში და რა ასეთი ტალანტი დაინახეს, არც ეს ვიცი… იმედია ძალიან ნიჭიერია
გვარდიოლას ამბების შემხედვარე მალე მესიზეც დაწერენ ბარსადან მიდისო
