დღეს, “ბარსელონამ” ლა ლიგის 38-ე ტურის მატჩი გამართა. კატალონიელები სტუმრად “ეიბარს” დაუპირისპირდნენ.
შეხვედრის მე-20 წუთზე, ანგარიში “ეიბარში” “ბარსადან” იჯარით მყოფმა მარკ კუკურელიამ გახსნა, თუმცა მალევე ლეო მესიმ დუბლი შეასრულა და “ბარსელონა” დააწინაურა. ტაიმის ბოლოს, პაბლო დე ბლასისმა ანგარიში გაათანაბრა. მეტი გოლი აღარ გასულა და მატჩი 2-2 დასრულდა.
ერნესტო ვალვერდეს გუნდმა პირველი ადგილი 87 ქულით დაიკავა და მეორე პოზიციაზე გასულ “ატლეტიკოს” დიდი სხვაობით, 11 ქულით გაასწრო. კატალონიელებმა 26 მატჩი მოიგეს, 9 ფრედ დაასრულეს, 3 კი წააგეს. მათ 90 გოლი გაიტანეს და 36 გაუშვეს.
ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი 36 გოლით და ძალიან დიდი უპირატესობით ლიონელ მესი გახდა. არგენტინელმა 13 საგოლე პასით “სევილიას” ფეხბურთელ პაბლო სარაბიასთან ერთად საუკეთესო ასისტენტის სტატუსიც მოიპოვა.
ჩემპიონთა ლიგაზე “ბარსასთან” და “ატლეტიკოსთან” ერთად მადრიდის “რეალი” და “ვალენსია” ითამაშებენ, ევროპა ლიგის ზონაში კი “ხეტაფე” (ჯგუფური ეტაპი), “სევილია” და “ესპანიოლი” (შესარჩევი ეტაპი) მოხვდნენ.
სეგუნდა დივიზიონში “ჟირონა”, “უესკა” და “რაიო ვალიეკანო” დაქვეითდნენ. მომდევნო სეზონში, მათ ადგილს სეგუნდაში პირველ და მეორე ადგილზე გასული და პლეი-ოფის გამარჯვებული გუნდი დაიკავებს.




ლა ლიგაში მართლაც ბრწყინვალე სეზონი გვქონდა იმედია შემდეგი სეზონიც ასეთივე იქნება
მომავალ სეზონშიც უნდა მოვიგოთ ლა ლიგა დღევანდელ თამაშს რაც შეეხება მესის გოლები მინდოდა და გაიტანა კიდეც მბაპე 5 ბურთის გამტანი არაა ასე რომ ოქროს ბუცი მესისია
ტოპ 5 ჩემპიონატი ზედიზედ ერთი დაიგივე გუნდმა მოიგო წელს იუვეს პსჟს ბაიერნის და ბარსა შემდეგ წელსაც მოიგებენ ერთადერთი პრემიერ ლიგაა ამ მხრივ საინტერესო
dedaautiraa mesim 4 burtia gamtanii mbape nagdad araris reimstann