workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ვილიარეალი”–”ბარსელონა”. იცოდით თუ არა, რომ…

“ვილიარეალი”–”ბარსელონა”. იცოდით თუ არა, რომ…

“ვილიარეალისა” და “ბარსელონას” მატჩები ყოველთვის გამოირჩეოდა კურიოზებით. ბოიანის პირველი გოლი, ჩავის პირველი წითელი და პირველი 8 გოლი სწორედ “ვილიარელთან” შეხვედრაში მოხდა.

 

– “El Madrigal”–ს 1 წელი მოუწია მოცდა, რათა ენახა “ბარსელონა”–”ვილიარეალი” პირველ დივიზიონში. თამაში გიამართა 1999 წლის 9 მაისს, სტადიონ “მესტალიაზე”, რადგანაც ლიგის კომიტეტმა დახურა  “El Madrigal”. ეს მართლაც შესანიშნავი თამაში იყო, სადაც კატალონიელებმა 3–2 იმარჯვეს.

 

– პატრიკ კლიუვერტმა პირველი გოლი იმ ექვსიდან, რომელიც “ვილიარელთან” გაიტანა, სწორედ ამ თამაშში მოხდა. ამის შემდეგ კლიუვერტი “El Madrigal”–ზე,”ბარსას” საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

 

– “ვილიარეალისა” და “ბარსელონას” დაპირისპირება “El Madrigal”–ზე მართლაც საოცრება იყო. მატჩი 4–4 დასრულდა მას შემდეგ, რაც “ბლაუგრანა” 3–0 აგებდა. პატრიკ კლიუვერტის ანგარიშზე ჰეთ ტრიკია, ხოლო ერთიც რივალდომ გაიტანა. თუმცა ასეთი სანახაობრივი მატჩი რამდენიმე კვირის შემდეგაც, იყო. “კამპ ნოუზე” “ბარსელონა”–”სარაგოსას” თამაშიც ამ ანგარიშით დასრულდა.

 

– 2001 წლის 16 დეკემბერს, ჩავი ერნანდესმა “El Madrigal”–ზე მსაჯთან დავის შემდეგ მიიღო მეორე ყვითელი ბარათი, რამაც გამოიწვია მისი მოედნიდან გაძევება. ეს პირველად მოხდა მის კარიერაში. რექსაჩის გუნდმა მოახერხა 10 კაციანი შემადგენლობით გამარჯვება, ანგარიშით 1–0.

 

– 2007 წლის 20 ოქტომბერს, ბოიან კრკიჩი გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც ლა ლიგაში გოლი გაიტანა. მან “El Madrigal”–ზე გაიტანა გოლი, მაშინ, როცა იყო 17 წლის, 1 თვისა და 23 დღის. სამწუხაროდ რაიკაარდის შეგირდები იმ მატჩში 3–1 დამარცხდნენ.

 

– “ბარსას” ბოლო 5 წელია 100%–იანი შედეგი აქ ზემო აღნიშნულ კლუბთან. ბოლოს კატალონიელებმა მარცხი 2007–2008 წლის სეზონში განიცადეს, როდესაც “ვილიარეალმა” “კამპ ნოუზე” დაამარცხა “ბარსა”, ანგარიშით 1–2.

 

– ამ შაბათს დაუპირისპირდებიან სწორედ ეს გუნდები ერთმანეთს. მათ ყველაზე მეტი გოლი აქვთ გასვლაზე გატანილი. “ბარსას” – 14, “ვილიარეალს” – 10.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში