დღეს, კატალონიის მთავრობამ ლიონელ მესი სან ჟორდის (წმ. გიორგი) ჯვრით დააჯილდოვა. ეს საპატიო ტიტულია, რომელიც 1981 წლიდან მოყოლებული, მხოლოდ 28 ადამიანს აქვს მიღებული კატალონიის წინაშე დიდი დამსახურებისთვის.
ცერემონია ბარსელონაში, CCIB ფორუმზე გაიმართა და მას ჟოზეპ ბართომეუ “ბარსელონას” ხელმძღვანელობის რამდენიმე წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა. მესის ჯილდო კატალონიის პრეზიდენტმა, კიმ ტორამ გადასცა.
არგენტინელი იოჰან კრუიფის შემდეგ მეორე ფეხბურთელია, რომელსაც სან ჟორდის ჯვარი აქვს მიღებული.





ლეო მაგარი ხარ
ვინ თუარა ლეო

იმსახურებს <3 მარა მესის პატივის ცემა თუ გინდათ ვალვერდე მოაშორეთ
ეხლა გამოხტებიან და იტყვიან ეს ჯილდო იმიტო მისცეს ლივესთან ჩაწყობილი თამაშის გამოო