“ატლეტიკო” “ბარსელონასთან” მოლაპარაკების გამართვას არ აპირებს

“ატლეტიკო” “ბარსელონასთან” მოლაპარაკების გამართვას არ აპირებს

მარდიდის “ატლეტიკოს” პრეზიდენტი ენრიკე სერესო აცხადებს, რომ ის “ბარსელონასთან” მოლაპარაკებებს არ აპირებს და ანტუან გრიზმანის ხელში ჩასაგდებად კატალონიელებს ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხის გადახდა მოუწევთ.

“გრიზმანით იმედგაცრუებული ვარ. ვფიქრობდი, რომ მას “ატლეტიკოში” დიდი მომავალი ჰქონდა და მნიშვნელოვან ტიტულებს მოიგებდა. პრობლემა კი ისაა, რომ ყველა თავისებურად ფიქრობს. მე და “ატლეტიკოს” გულშემატკივრები მის გადაწყვეტილებას პატივს ვცემთ და ფეხბურთელს წარმატებებს ვუსურვებთ. ერთნი მიდიან, მეორენი კი მოდიან. არ ვიცი, სად გააგრძელებს ის კარიერას, თავად მას ჰკითხეთ. მას შეუძლია ითამაშოს იქ, სადაც მოუნდება.

ეს, ჩვენთვის, სიურპრიზი იყო. იმედგაცრუებულები ვართ. მე რომ მისი მრჩეველი ვყოფილიყავი, დარჩენას ვურჩევდი. თავისუფალ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ყველას შეუძლია ისე მოიქცეს, როგორც მოუნდება.

მოლაპარაკებებში ჩართვას არ ვაპირებთ. ფეხბურთელს ჩვენთან კონტრაქტი აკავშირებს და თუ მას დარჩენა არ უნდა, მსურველმა კლუბმა გამოსასყიდი თანხა უნდა გადაიხადოს. არ გვაინტერესებს, ვინ გადაიხდის ამ თანხას, “ბარსა”, თუ უცხოური გუნდი.

ბართომეუ? მასთან არ მისაუბრია და სალაპარაკო არც არაფერი გვაქვს.” – ციტირებს სერესოს სიტყვებს Sport.

ანტუან გრიზმანის გამოსასყიდი თანხა 120 მილიონი ევროა. “ბარსელონა” მზადაა ეს თანხა გადაიხადოს, მაგრამ კატალონიელებს ურჩევნიათ ეს “ატლეტიკოსთან” შეთანხმების მიღწევის გზით გააკეთონ. თუ ასე მოხდა, კატალონიელები დამატებით გადასახადებს თავიდან აირიდებენ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (7)

  • ana anukii
    schedule 16 მაი 2019, 21:13

    სანამ სათაურს დააწერთ იქნებ დაფიქრდეთ ცოტა ადმინ 🤷🏻‍♀️🤷🏻‍♀️🤷🏻‍♀️ საბამ წავიკითხავდი მეთქი ვსოი აღარ მოდის ჩვენთანთქო

  • barcamilan
    schedule 16 მაი 2019, 20:33

    ციტატა: Lukito
    კარგი იგროკი იქნება რა ეს ვნახოთ როგორ გაქაჩავს ბარსელონაში….ჩემი აზრით ეს იგროკი ბარსელონაში უფრო დაიხვეწება და სასწაულებს იზამს და კოუსავით თუ ჩაი*** მაშინ ჩემიხელით ტელევიზორს გავტეხავ და ფეხბურთს არასდროს ვუყურებ დდდდ


    ეს ლალიგაში ადაპტირებულია და არ გაუჭირდება..

    ნეიმარს დაბრუნება უნდაო და მესიმ ვერ დაბრუნდებიო წაკამათებულან გასახდელში ბარსას ან რეალში მივდივარო მაგიტო ხოარა ? ნახეთ ვიდეო

    https://www.youtube.com/watch?v=nXkuHP2Ckas

    ციტატა: Kaka22

    ციტატა: barcamilan

    ციტატა: Kaka22
    რა დიბალაა დიბალას ნაკრებში არ გაუხარია მესის გადამკიდე და კიდე აქ მოვა.? ცნობისტვის ერტ პოზიციაზე ტამას9ვენ


    ცნობისათვის ვიცი

    ვიცი რო ერთ პოზიციაზე თამაშობენ უცოდინარი აქ არავინაა
    და გრიზმანს სუარესს ამოაგდებინებს მესი გგონიაა ? და ვინგერად რო Aთამაშო დემბელე სად მიგყავს ? და მესიმ ცრუ ცხრიანზე რო გადავიდეს და მისი ადგილი დიბალამ არა ? ან პირიქით ?
    ნორმალური მწვრთნელი ათამაშებდა ვალვერდე კი სააუბარიც არ მინდა


    ცუდად არ მიტქვამს ცნობისტვის ტქო 🙂 ნორმალური მწვრტნელი ამ შეემასგენლობიტაც მოიგებდა ლიგას ფეზბურტელების სწორი განლაგებით ხაზს ვუსვამ ნორმალური მწვრტნელი..


    არ მებრატ

    ვალენსია ვამოს

  • Arctic Wolf
    schedule 16 მაი 2019, 20:30

    ბართომეუს განცხადება ნახეთ? ვალვერდეს ტოვებენ… :DDDDD ვაიმე, როგორ არ მინდა, ბანი ავირტყა და როგორ ვიკავებ თავს, არ ვიცი. ეს კლუბის მტრები ესენი. კოპას ფინალში უნდა განადგურდეთ. :)))

  • Lukito
    schedule 16 მაი 2019, 20:23

    კარგი იგროკი იქნება რა ეს ვნახოთ როგორ გაქაჩავს ბარსელონაში….ჩემი აზრით ეს იგროკი ბარსელონაში უფრო დაიხვეწება და სასწაულებს იზამს და კოუსავით თუ ჩაი*** მაშინ ჩემიხელით ტელევიზორს გავტეხავ და ფეხბურთს არასდროს ვუყურებ დდდდ

  • barcamilan
    schedule 16 მაი 2019, 20:21

    ციტატა: Kaka22
    რა დიბალაა დიბალას ნაკრებში არ გაუხარია მესის გადამკიდე და კიდე აქ მოვა.? ცნობისტვის ერტ პოზიციაზე ტამას9ვენ


    ცნობისათვის ვიცი

    ვიცი რო ერთ პოზიციაზე თამაშობენ უცოდინარი აქ არავინაა
    და გრიზმანს სუარესს ამოაგდებინებს მესი გგონიაა ? და ვინგერად რო Aთამაშო დემბელე სად მიგყავს ? და მესიმ ცრუ ცხრიანზე რო გადავიდეს და მისი ადგილი დიბალამ არა ? ან პირიქით ?
    ნორმალური მწვრთნელი ათამაშებდა ვალვერდე კი სააუბარიც არ მინდა

  • M10 S9 D11
    schedule 16 მაი 2019, 20:14

    ხოდა გადაიხადე შე აჩკებიანო 120 მილიონი და მოიყვანე გრიზმანი

  • barcamilan
    schedule 16 მაი 2019, 20:13

    დიბალა მოიყვანეთ გავკარი გრიზმანს

    დიბალა მევასება მაგრად თან დიბალა უეჭველი ჯიდის ახლა თან ალეგრი დატოვეს
    დიბალაა მაგარი