workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ეტო’ო: ”გვარდიოლასთან წარსულზე არ ვსაუბრობ”

ეტო’ო: ”გვარდიოლასთან წარსულზე არ ვსაუბრობ”

La Gazzetta dello Sport”-თან მიცემულ ინტერვიეში სამუელ ეტო’ომ ისაუბრა გვარდიოლასთან ურთიერთობაზე და დაიცვა ზლატან იბრაჰიმოვიჩი.

ხოსეპ გვარდიოლასთან ურთიერთობა

კამერუნელმა აღიარა, რომ ყოფილ მწვრთნელთან მეგობრულ ურთიერთობებს ინარჩენებს, მაგრამ მასთან არ საუბრობს წარსულზე: ”როცა ერთმანეთთან ვსაუბრობთ არასდროს ვსაუბრობთ წარსულზე. რაც მოხდა უკვე მოხდა და დღეს ჩვენ უბრალოდ ვმეგობრობთ”.

”ბარსელონასა” და ”ინტერს” შორის მოლაპარაკებებზე შეკითხვაზე სამუელმა უპასუხა, რომ მოლაპარაკებას პრეზიდენტები ხელმძღვანელობდნენ და მისი სურვილი იყო აღმოჩენილიყო ”კარგ” გუნდში, რომელსაც ის სარგებელს მოუტანდა.

იბრაჰიმოვიჩის ტრანსფერი

შვედის ”ბარსელონაში” გადასვლაზე საუბრისას სამუელმა აღნიშნა, რომ ”ფულს ყველა იმას უკეთებს, რაც სურს”: ”თუკი ხვალ ჩემი პრეზიდენტი მესიში ”ბარსას” მილიარდს შესთავაზებს ეს მისი ნება იქნება. იბრაჰიმოვიჩის ბრალი არ არის, რომ მასში ამხელა თანხა გადაიხადეს”.

დერბის მოლოდინში

კამერუნელმა მომავალი დერბის შესახებაც ისაუბრა, სადაც ”მილანი” ”ინტერს” უმასპინძლებს: ”დერბის შეუძლია ჩემპიონატის სიუჟეტი შეცვალოს, მაგრამ მხოლოდ ერთი კვირით. ამის შემდეგ კიდევ 7 მატჩი იქნება გასამართი და ბოლო 4 ნამდვილად გადმწყვეტი იქნება”.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward