workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

check_circle დასრულდა
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 18:15

ვალენსია

ვალენსია ლოგო
0 - 5
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
იამალი 6'sports_soccer ფერმინი 22'sports_soccer რაფინია 50'sports_soccer პედრი 79'sports_soccer იამალი 84'sports_soccer
“ჩელსი” აზარის შემცვლელად კოუტინიოს მოიაზრებს

“ჩელსი” აზარის შემცვლელად კოუტინიოს მოიაზრებს

თუ ლონდონის “ჩელსის” ლიდერი ედენ აზარი მადრიდის “რეალში” გადავა, ეს “ბარსელონას” ფილიპე კოუტინიოს სარფიანად გაყიდვაში დაეხმარება.

The Sun-ის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ “ლურჯებს” სატრანფერო ბანი მოეხსნათ, ისინი აზარის “რეალში” გაყიდვას დასთანხმდებიან, მის შეცვლას კი კოუტინიოთი შეეცდებიან.

“ბარსელონაში” იციან, რომ ბრაზილიელ შემტევ ნახევარმცველს ყველაზე სარფიანად ინგლისში გაყიდიან, “ჩელსი” კი ერთადერთი ბრიტანული კლუბია, რომელიც კოუტინიოთი ინტერესდება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (25)

  • Arctic Wolf
    schedule 13 მაი 2019, 22:52
    #25

    ჩემი კომენტარი რატომ აღარ ჩანს? 😀

  • s.g
    schedule 13 მაი 2019, 22:38
    #24

    მოკლედ მაგარ წუმპეში ვართ.
    ფეხბურთელები ვალვერდეს უჭერენ მხარს, ალბა, ბუსკეცი, სუარესი და ასეთები. 🙂
    რატომაც არა, სათამაშო დრო აქვთ და სულ არ ჰკიდიათ გუნდის სირცხვილი?
    იმედია ვალენსია გადაუვლით 🙂 იქნებ ამის მერე მაინც მოეგოს გონს ხელმძღვანელობა.
    ვიძირებით ყველანაირად.

  • saba_xavi
    schedule 13 მაი 2019, 22:36
    #23

    ციტატა: Arctic Wolf
    სუარესს მნიშვნელოვან და კრიტიკულ მატჩებში, თავისი კარიერის განმავლობაში და "ბარსაშიც," რა გოლებიც აქვს გატანილი, გრიზმანს ამ ეტაპზე არც კი დაესიზმრება… ფაქტია უბრალოდ. და აი ეგეთ მნიშვნელოვან და კრიტიკულ მატჩებში გრიზმანმა ღირებული რამე ბოლოს როდის გააკეთა, თუ გააკეთა საერთოდ, არ მახსენდება. 🙂


    რავიცი ბოლო ორი წელია მნიშვნელოვან და კრიტიკულ მატჩებში მაგის გოლი მე ვერ ვნახე. ვის რა ესიზმრება რა შუაშია ტრა@ი ვეღარ დაუძრია ტიპს 2015 ში რა იყო მაგით ვიმშვიდო თავი? ანრიც მაგარი იყო ერთ დროს და ეტოოც. ფაქტი ერთია რო გუნდში ბურთის მთრეველი და კაცის მომტყუებელი ერთი კაცია.

  • Arctic Wolf
    schedule 13 მაი 2019, 22:28
    #22

    ე.ი. კოუტინიო, რომელიც, ერთი შეხედვით, ძალიან ლამაზად ჯდება "ბარსას" სტილში, მის ხასიათსა და ფილოსოფიაში, ფეხბურთელი, რომელსაც აქვს დრიბლინგიც, პასიც, მოედნის ხედვაც, კრეატივიც და, ზოგადად, ტექნიკაც, ამბობთ, რომ ჩვენი გუნდის სტილს ვერ მოერგო და პრემიერ ლიგის სტილია? ანუ, არა, კოუტინიოს ფურცელზე ყველაფერი აქვს, ბარსას სტილს რომ მოერგოს. პრემიერ ლიგიდან გადმოსული ის ტიპური ფეხბურთელი ვერ ერგება ბარსას სტილს, რომელსაც სათანადო დონეზე არ აქვს განვითარებული დრიბლინგი, პასი და ყველაფერი, რაც ზემოთ ვახსენე, და რომელიც მხოლოდ დოღის ცხენივით დარბის და მაგარი დარტყმა აქვს. კოუტინიოს, ზოგადად, ყველა ის თვისება აქვს, ბარსას სტილს რომ მოერგოს და არ დაგავიწყდეთ, რამდენი იწვალა და იშრომა, აქ რომ მოხვედრილიყო. რატომ ვერ თამაშობს? ის თვისებები არ აქვს კოუს, ბარსაში რომ ითამაშოს? ეგ ზღაპარი მგონია და აქ უფრო მწვრთნელის ფაქტორი შემოდის და ფსიქოლოგიურიც და ეს ორი პრინციპში ერთმანეთსაც უკავშირდება. ვერ გაიხსნა ვალვერდეს ტაქტიკასა და სტილში და ფსიქოლოგიურადაც არაა ეს ბიჭი კარგად. კარგი მწვრთნელის ხელში, აუცილებლად გაიზრდება, ნახავთ თუ არა (მაგრამ მგონია, გაუშვებენ)

    ციტატა: saba_xavi
    ორი წელია სუარესს გოლი ვერ გააქვს ლიგაზდ და ვიღაცეები იქით გრიზმანი არ გვიმდას რო იძახიან.


    სუარესს მნიშვნელოვან და კრიტიკულ მატჩებში, თავისი კარიერის განმავლობაში და "ბარსაშიც," რა გოლებიც აქვს გატანილი, გრიზმანს ამ ეტაპზე არც კი დაესიზმრება… ფაქტია უბრალოდ. და აი ეგეთ მნიშვნელოვან და კრიტიკულ მატჩებში გრიზმანმა ღირებული რამე ბოლოს როდის გააკეთა, თუ გააკეთა საერთოდ, არ მახსენდება. 🙂

  • paziapazia
    schedule 13 მაი 2019, 22:07
    #21

    შეეშვით კოუტინიოს, ვაკვერდეს ხელში კიდე როგორ თანაშობს გიკვირთ? მიეცით გუნდს ახალი ნორმალური მწვრთნელი და დაინახავთ კოუტინიოს ფეხბურთს, ბოლობოლო ბარსელონა თამაშობს მეორე ნომრად და რითმი ეკარგება გუნდს, სვარკას თამაშობენ შემაზიზღა ვალვერდემ გუნდი.. კოუტინიო გაიხსნება სხვა მწვრთნელის ხელში და მომავალ სეზონში თქვენ თვითონ დაუწყებთ დიდებას, დასქრინეთ ეს ნაწერი და მომავალ სეზონში გაიხსენეთ თუგინდათ, ოღონდ ახალი მწვრთნელი მოვიდეს.. ვალვერდეს ხელში დეუიონგიც მეცოდება და მაგასაც კოუტიონიოს დამართებს ვალვერდე, ჭკუიდან ვიშლები ვალვერდე ამდენი ხანი რომ არგააგდეს.. ფინალს რაც შეეხება, მაგ ფინალს ვალენსია მოუგებს ბარსას და დაიმახსოვრეთ ეს სიტყვები, გუნდი კიდე შოკში იქნება აგვისტომდე, ლივერპულმა რაც გაუკეთა მაგის გამო.. საცოდაობა იყო ლივერპულმა კამპ ნიუზე რომ წააგო,, თუ ვინმე ფეხბურთს თამაშობდა ეს ლივერპული იყო და დაიმსახურეს გასვლაც.. ვალვერდე როგორ მინდა ცემაში გავაგნგრიო მარა ოცნებაა ეს ყველფერი, იმედია იქ მაინც გდაურბენენ ვალვერდეს როგორც ლივერპულმა გადაურბინა ბარსელონას.. ვალვერდე თუ დატოვეს, მორჩა მე ბარსას აღარ ვუყურებ.. ვინც უყურებთ დაელოდეთ როგორ დაუქამბექებენ ვალვერდეს მესამედ.