დიდი ალბათობით, ახალგაზრდა ესპანელი გოლკიპერი კატალონიის დედაქალაქში გადაბარგდება.
Estadio Deportivo-ს ინფორმაციით, “ბარსელონას” ხელმძღვანელობა “ბეტისის” მეკარის, პაუ ლოპესის ტრანსფერზე მუშაობს.
როგორც ცნობილია, მხარეებმა შეთანხმებას უკვე მიაღწიეს. 24 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ კატალონიელებს დაახლოებით 35 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ.
ლოპესი “ბლაუგრანას” შემადგენლობაში იასპერ სილესენს შეცვლის, რომელიც ზაფხულში კლუბის დატოვებს გეგმავს.
პაუ ლოპესი “ბეტისის” რიგებს 2018 წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. მიმდინარე სეზონში მან 34 მატჩი ჩაატარა, საიდანაც ცხრაში კარის მშრალად შენახვა შეძლო.
მესის რამოსზე მეტად ეს მეკარე ეზიზღება და ვარჯიშებზე თუ გინდათ რო გაერთოს მოიყვანეთ მარა ესპანიოლის ყოფილ ფეხბურთელებს და მწვრთნელებს დაანებეთ რა თავი თორე რა გვიქნეს ვნახეთ აგერ
რა პაუ ლოპესი რაც მაგან მესის გაუკეთა რა ნამუსით უნდა მოიყვანონ ბარსაში
35 მილიონი სათადარიგო მეკარეზე? და სილესენს როგორ ყიდიან ოცდაათად?
Vinme ufasod rom naxon kargi iqneba,tan am mekares k argi urtiertoba ar aqvs mesistan
35 მილიონად სკამის მეკარე ? ან ასეთი ახალგაზრდა რად უნდათ :/
ეს ის არ არის მესის ხელზე რო დაახტა შიპებით და რომ აგინებდა ესპანიოლში თამაშისას?!
გრიზმანმა უკანალი დაგვანახა ამან გვაგინა. მოკლედ თავმოყვარეობის ნატამალიც აღარ შეირჩინეს. გუნდს კრუიფის dream team ის დროიდან ვბალეშიკობ მაგრამ ასე მხოლოდ მილანთან ფინალის წაგება გამიტყდა
მაშინაც მილანს წამყვანი 4 ფეხბურთელი აკლდა და მაშინაც 0-4 წავაგეთ
გაგიჟდება მესი სიხარულით ))))))))))
აუ ეს აბიდალი რაღამ გამოარამოსა