სულ ახლახანს კატალონიის “ბარსელონას” ოფიციალურმა საიტმა გაავრცელა სენსაციური ინფორმაცია. სეზონის დასრულების შემდეგ კლუბის მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა პოსტს დატოვებს. როგორც გაირკვა იგი სათავეში “მანჩესტერ სიტის” ჩაუდგება. ასევე სხვადასხვა ესპანურ წყაროებზე დაყრდნობით, პეპი ინგლისურ გრანდში პედრო როდრიგესს და ხერარდ პიკეს გაიყოლებს.
როგორც მოგეხსენებათ სულ ცოტა ხნის წინ “ბარსელონა ბ”–ს მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემაც განაცხადა სეზონის ბოლოს კლუბის დატოვების შესახებ.
ასე უცბად ამ ორი ბრწყინვალე დამრიგებელის კატალონიიდან წასვლას არავინ ელოდა. წარმომიდგენია ახლა თუ როგორი სახეები გაქვთ; ნუ ნერვიულობთ; დღეს ხომ პირველი აპრილია და თანაც მოტყუებაც ადვილია.



