workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მესი სავარაუდოდ ითამაშებს ”ვილიარეალის” წინააღმდეგ

მესი სავარაუდოდ ითამაშებს ”ვილიარეალის” წინააღმდეგ

ამ წუთებში გახდა ცნობილი, რომ მაგნიტო რეზონანსულმა გამოსახულებამ არ აჩვენა რაიმე სახის სერიოზული დაზიანება ლიონელ მესის მარჯვენა ფეხის კუნთში.

ლიონელ მესი ბარსელონაში დღეს დილით, ესპანეთის დროით 9:00 საათზე ჩავიდა. ”ელ პრატის” აეროპორტში მას უამრავი გულშემატკივარი, დაცვის წევრები და კლუბის წარმომადგენლები დახვდნენ.

აეროპორტიდან მესი პირდაპირ ”სიუტატ ესპორტივას” ჰოსპიტალში გაემართა, სადაც მას ულტრასონოგრაფიული და მაგნიტო რეზონანსული გამოკვლევები ჩაუტარდა. კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ლეოს არ აქვს ტრავმა მარჯვენა ფეხის კუნთზე. ”ბარსელონას” ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მესი შაბათამდე ფიზიკურ თერაპიას გაივლის და ამავე დღეს გუნდთან ერთად გაემართება ვილიარეალში.

კლუბი თავს იკავებს ლიონელ მესის შაბათს თამაშის ოფიციალურად დადასტურებამდე. თუმცა ყველაფერი იმისკენ მიუნიშნებს, რომ შაბათს ლეოს თამაშის საშუალება ექნება.

 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში