“ბარსელონა” ადასტურებს “ვალენსიის” ინტერესესს, “ბარსა ბ”–ს მოთამაშის, მარტინ მონტოიასადმი. “ღამურები” დიდი ინტერესით აკვირდებიან ფეხბურთელს.
19 წლის მცველი ითვლება ძალიან პერსპექტიულ ფეხბურთელად, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ “ბარსას” ძირითადის რიგებში მოიკიდოს ფეხი, რადგანაც მის პოზიციაზე თამაშობს დანიელ ალვესი, რომელმაც სულ რამდენიმე დღის წინ გაახანგრძლივა კონტრაქტი 2015 წლამდე. იგი მარჯვენა ფლანგის ბატონ–პატრონად ითვლება.
“ვალენსია” განაგრძობს აქტიურობას, რათა ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელსაც 2012 წლის ივნისში უმთავრდება კონტრაქტი, გადაიბიროს თავისთან. აღსანიშნავია, რომ 19 წლის მონტოიასთვის ეს შესანიშნავი შანსია მოხვდეს პრიმერა დივიზიონში. შესაძლოა “ღამურებმა” გადაიხადონ ფული კონტრაქტის გაწყვეტაში და წაიყვანონ მარტინი “ვალენსიაში”. თუ ეს ყველაფერი რეალურ სახეს მიიღებს, მაშინ “ბარსელონა” შეეცდება მაქსიმალური თანხა აიღოს ამ ტრანსფერიდან.



