workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
განახლებული ვარჯიში

განახლებული ვარჯიში

სამ დღიანი დასვენების შემდეგ, დილით ფეხბურთელები ”სიუტატ ესპორტივას” ბაზაზე შეიკრიბნენ. გვარდიოლას განკარგულებაში ძირითადი გუნდის მხოლოდ ორი ფეხბურთელი იყო – ადრიანო და პინტო. ამის გამო კატალონიელთა მთავარმა მწვრთნელმა ვარჯიშზე ”ბარსა ბ”-ს 10 ფეხბურთელი მიიწვია. მათ შორის იყვნენ ოიერი, ვიქტორ ვარკეზი, ლიე, საული, ტელო, კარლეს პლანასი, ბარტრა, სერხი რობერტო, კარმონა და აბრაჰამი.

მოედანზე არ გამოცხადდა ხეფრენი. მან  განცალკევებით, სპორტულ დარბაზში ივარჯიშა. ფეხბურთელებს მოგვიანებით შეუერთდა სეიდუ კეიტაც.

პედრომ და მაქსველმა ივარჯიშეს ცალკე, ვინაიდან მათ აწუხებთ ტრავმები. ასევე მოიქცა გუნდის კაპიტანი, კარლეს პუიოლი.

მოგეხსენებათ, ესპანეთის 21 წლამდე ნაკრებში თამაშის დროს ბოიანმა მიიღო ტრავმა. დღეს ის ”ბარსას” ექიმებმა შეამოწმეს და დაადგინეს, რომ მას მარჯვენა კოჭი აქვს დაზიანებული.

გუნდი ვარჯიშს ხვალ განაახლებს. გვარდიოლას განკარულებაში ეყოლება სანაკრებო შეხვედრებში გამოძახებული ფეხბურთელები. სესიის პირველი თხუთმეტი წუთი ღია იქნება მედიისთვის. ვარჯიშის დასრულების შემდეგ პრესას დანი ალვესი შეხვდება. კონტრაქტის გახანგრძლივების შემდეგ ეს ალვეშის პირველი ინტერვიუ იქნება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward