workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გაყიდვის კანდიდატები

გაყიდვის კანდიდატები

სპორტული გამოცემა as.com ასახელებს იმ ფეხბურთელების სიას, რომლებმაც შესაძლოა მიმდინარე ზაფხულს დატოვონ ”ბარსელონას” რიგები.

აფელაი –  მიუხედავად ახალგაზრდა ასაკისა, ამ ფეხბურთელზე დიდი მოთხოვნაა ევროპაში. ”ბარსამ” ის 3 მილიონ ევროდ შეიძინა, ხოლო გაყდვის შემთხვევაში მინიმუმ 6 მილიონ ევროს მიიღებს. ასევე, შესაძლებელია, სწორედ აფელაის ფაქტორმა ითამაშოს მნიშვნელოვანი როლი ფაბრეგასის ტრანსფერში.

ხეფრენი –  ერთი წლის წინ ვენესუელელმა ფეხბურთელმა ”ბარსელონასთან” კონტრაქტი 2012 წლამდე გაახანგრძლივა. თუმცა, პედრო, მესი და ვილია აიძულებენ მას, მუდმივად დაამტკიცოს თავისი კონკურენტუნარიანობა.

მილიტო – მართალია, ზამთრის ტრანსფერი ”მალაგაში” ჩაიშალა, მაგრამ უკვე პრაქტიკულად ცხადია, რომ გაბი კლუბს დატოვებს. თუ ფეხბურთელს სურს, რომ ძველი ფორმა დაიბრუნოს, მას ძალიან ბევრი ძალისხმევა მოუწევს.

მაქსველი – შესანიშნავი ბრაზილიელი მცველობიდან, მაქსველი როტაციისთვის საჭირო უბრალო ფეხბურთელს ემსგავსება. აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს მისი მჭიდრო დამოკიდებულება აგენტ მინო რაიოლასთან.

ადრიანო –  ალვეშსა და აბიდალს მყარად უჭირავთ პოზიციები მოედანზე. ბრაზილიელის მიმდინარე კონტრაქტი 2012 წელს იწურება, ხოლო მისი საკომპენსაციო თანხა 90 მილიონ ევროს შეადგენს.

კეიტა – შესაძლოა, აფრიკელი ფეხბურთელის გაყიდვის საკითხი არცთუ რეალურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ”ბავარიის” მიერ კეიტას მიმართ გამოჩენილმა ინტერესმა შეიძლება გადამწყვეტი როლი შეასრულოს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში