მადრიდის “რეალის” ყოფილი ფეხბურთელი გუტი მსოფლიოს წამყვან ფეხბურთელებს, “ბარსელონას” ვარსკვლავს, ლიონელ მესისა და “იუვენტუსის” ლიდერს, კრიშტიანუ რონალდუს ერთმანეთს ადარებს.
“მესი თუ რონალდუ? ორივე. მართალია, ცოტა ხნის წინ Twitter-ზე დავწერე, რომ მესი მირჩევნია, მაგრამ ვაფასებ იმასაც, რაც კრიშტიანუმ გააკეთა. ის დიდებული ფეხბურთელია.
ლეო უფრო ნიჭიერია, რონალდუ კი უფრო გოლებზე ორიენტირებული და ამბიციური. მან ყველაფერს თავისით მიაღწია. საოცარია, რომ მესის ეპოქაში კრიშტიანუმ 5 “ოქროს ბურთი” მოიგო. ის დიდ როლს თამაშობს მოედანზე, რასაც “რეალშიც” აჩვენებდა.” – გუტის ამ სიტყვებს Marca ციტირებს.




ეს რონალდომ თავისით მიაღწია რას ნიშნავს? მესიმ ტახტზე წოლით მოიგო ამდენი ჯილდო?
ისე მართლა ის ფაქტი რომ მესის ეპოქაში რონალდომ რომ ოქროს ბუცი აიღო ტეხავს
აი ეს "რონალდუმ ყველაფერს თავისით მიაღწია" მაგიჟებს ყველა მაგის ფანი ამას გაკივის, მე მაინც ვერ გავიგე, მესის მაგივრად სხვა თამაშობდა თუ რას ნიშნავს ეს სიტყვები. თუმცა რას მიაღწია თავისით ორ კაცს ვერ ატყუებს მინდორზე და კარის წინ რო მიუგორებენ ეგ არის თამაში. მანჩესტერში დარბოდა მაინც და შორიდანაც ურტყავდა ეხლა პირდაპირ შტანგებთან იმალება.