“ბარსელონა” გავიდა “ჩემპიონთა ლიგის” 1/4 ფინალურ ეტაპზე, სადაც დაუპირისპირდება დონეცკი “შახტარს”. ალბათ საინტერესოა, თუ მერამდენე მეოთხედფინალია “ჩემპიონთა ლიგაზე” “ბარსელონას” ფეხბურთელებისათვის.
თავიდან დავიწყოთ იმით, რომ იბრაჰიმ აფელაისთვის და ადრიანო კორეიასთვის ეს 1/4 ფინალები პირველია კარიერის განმავლობაში.
ლიდერები ამ სტატისტიკაში, რა თქმა უნდა გუნდის “უხუცესები” არიან. ჩავი და პუიოლი, ისინი 1/4 ფინალში შესაბამისად ნამყოფნი არიან 6– ჯერ და 7–ჯერ. რაც შეეხება ახალწვეულ ხავიერ მასკერანოს, მისთვის ეს მე–4 1/4 ფინალური დაპირისპირებაა. “ლივერპულთან” ერთად იგი 2006/07, 07/08, 08/09 წლებში იმყოფებოდა 1/4 ფინალში. პირველ სეზონში იგი ფინალში გავიდა, მაგრამ დამარცხდა, მეორე შემთხვევაში 1/2 ფინალიდან გამოვარდა, მესამე შემთხვავაში კი ასპარეზობას “ჩემპიონთა ლიგაზე” 1/4 ფინალიდან გამოეთიშა.
“ელ გუახე” 1/4 ფინალში ერთხელ არის ნამყოფი, მაგრამ დამარცხებულია “ჩელსის” მიერ. ახლა აქვს შანსი ესპანეთის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირს გადალახოს ეს ზღვარი.
რაც შეეხება ლეო მესის. მისთვის ეს მე–3 1/4 ფინალია, სადაც იგი თამაშს მოახერხებს. მართალია იგი გუნდში ირიცხებოდა, როცა მისმა გუნდმა 2005/06 და 2007/08 წლებში 1/4 ფინალში ითამაშა და ეს ზღვარიც დაძლია, მაგრამ მას არ მისცემია თამაშის საშუალება მძიმე ტრავმისდა გამო. 2008/09, 09/10 წლებში ლეომ მიიღო მონაწილეობა 1/4 ფინალურ დაპირისპირებებში.


