workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
არგენტინას წინ 18 წლის აგუდელო გადაუდგა

არგენტინას წინ 18 წლის აგუდელო გადაუდგა

 ამერიკის შეერთებული შტატების ახალგაზრდა თავდამსხმელმა, ხუან აგუდელომ და მეკარემ, ტიმ ჰოვარდმა შეძლეს და არგენტინის ეროვნულ ნაკრებს გამარჯვებაში ხელი შეუშალეს. ამ შეხვედრაში “ბარსელონას” სამი ფეხბურთელი მონაწილეობდა და მათ მინდორზე 90 წუთი დაჰყვეს. ესენი არიან გაბრიელ მილიტო, ხავიერ მასკერანო და ლიონელ მესი.

 აგუდელო, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ 18 წლისაა, მინდორზე მეორე ტაიმში ჯერმენ ჯონსის მაგივრად შემოვიდა და 59-ე წუთზე გოლიც გაიტანა, რომელიც გადამწყვეტი გამოდგა. პირველი გოლი 42-ე წუთზე შეაგდო ესტებან კამბიასომ.

 სამხრეთ ამერიკელები მინდორზე სრულიად დომინირებდნენ მთელი მატჩის განმავლობაში. მათ პირველ ტაიმში ოთხჯერ შეეძლოთ გოლის გატანა, მაგრამ უიღბლობის გამო 42 წუთი მოუწიათ ლოდინი.

 პირველი გოლი მესისა და დიმარიას აქტიურობის წყალობით გავიდა. მათ მოწინააღმდგეს საჯარიმოში შესანიშნავი კომბინაცია გაითამაშეს, თუმცა მადრიდის “რეალის” ფეხბურთელმა ვერ შეძლო ბურთის კარში გატანა, რაც მის მაგივრად კამბიასომ გააკეთა.

 ანგარიშის გახსნამდე მესის და დიმარიას გოლების გატანის ბევრი შანსები ჰქონდათ, მაგრამ ტიმ ჰოვარდი მოწოდების სიმაღლეზე იყო.

 ანხელი და ლეო მეორე ტაიმშიც აქტიურობდნენ, მათ არც ჰოვარდი ჩამორჩებოდა, რომელმაც მესის რამდენიმე მკვდარი ბურთი მოუხსნა. ევერტონის გოლკიპერმა თავის გუნდს რამდენჯერმე დაუტოვა მატჩის გადარჩენის შანსი, რომელიც ახალგაზრდა თავდამსხმელმა ბრწყინვალედ გამოიყენა.

 

[media=http://www.youtube.com/watch?v=kC8jMCA3gnI]

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward