workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჟერარ ლოპესი: პიკეს სანაკრებო კარიერა კატალონიის გამო არ დაუსრულებია

ჟერარ ლოპესი: პიკეს სანაკრებო კარიერა კატალონიის გამო არ დაუსრულებია

ორშაბათს, კატალონიის ნაკრები ჟირონაში ვენესუელას დაუპირისპირდება. მატჩში მონაწილეობას მიიღებს ჟერარ პიკე, რომელმაც სანაკრებო კარიერა უკვე დაასრულა. ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ჟერარ ლოპესმა, დღეს მასზე ისაუბრა. 

“პიკეს სანაკრებო კარიერა იმისთვის არ დაუსრულებია, რომ ესპანეთის ნაცვლად კატალონიაში ეთამაშა. უბრალოდ, მას ესმის, რომ გარკვეულ ასაკს მიაღწია და უკვე ყველაფერი მოგებული აქვს. 

მესმის, რომ კლუბების ნაწილი ფეხბურთელებს კატალონიის ნაკრებში თამაშის უფლებას არ აძლევს. რადგან FIFA-ს წევრები არ ვართ, მათ ამის უფლება აქვთ და ეს გასაგებია. 

“ბარსა ბ”-ს მწვრთნელის პოსტიდან გათავისუფლების შემდეგ მძიმე პერიოდი მქონდა. იყო შანსი, ერთ-ერთი ფრანგული კლუბის ხელმძღვანელი გავმხდარიყავი, მაგრამ ბოლოს მოლაპარაკებები ჩაიშალა”. – თქვა ლოპესმა. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • MARI=BARCA-fan
    schedule 23 მარ 2019, 12:01
    #4

    ციტატა: M10 S9 D11
    პიკე საკლუბო კარიერასაც მალე მორჩება ბიზნესზე ფიქრობს უკვე ეგ ყველაფერი მოიგო საკლუბო თუ სანაკრებო დონეზე


    წელს არ დაასრულებს მაგარ ფორმაშია და შემდეგ სეზონში გვჭირდება რომ დე ლიხტს შეუწყოს ხელი და გუნდთან შეთამაშდეს მალე..
    მერე ალბათ მართლა მიიღებს მონაწილეობას საპრეზიდენტო არჩევნებში.
    ისე, რა მაგარი იქნება მაგან და მესიმ "ანდორა" რომ მაგრად მოხოდონ და ყოველ წელს დაწინაურდეს, მალე ვიხილავდით ლა ლიგაში, ვინმემ იცით რომელ დივიზიონში თამაშობს ანდორა?

  • M10 S9 D11
    schedule 23 მარ 2019, 00:40
    #2

    პიკე საკლუბო კარიერასაც მალე მორჩება ბიზნესზე ფიქრობს უკვე ეგ ყველაფერი მოიგო საკლუბო თუ სანაკრებო დონეზე

  • GRIEZMAN✓™
    schedule 23 მარ 2019, 00:23
    #1

    მესის ტვიტერი იცით ვინმემ?