workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
საფრთხე 30–ე ტურს

საფრთხე 30–ე ტურს

ლა ლიგის 30–ე ტურს გადადების საშიშროება ემუქრება, იმ მიზეზით, რომ უთანხმოებაა ესპანეთის ფეხბურთის ლიგასა და ტელევიზიებს შორის. თუ ასეთი მდგომარეობა გაგრძელდება, მაშინ “ბარსელონა”–”ვილიარეალი” და “ხიხონი”–”რეალი” ცხრილის მიხედვით ვერ ჩატარდება, რაც გამოიწვევს მათი მატჩების მომავალში გადაწევასაც.

 

კონფლიქტის შედეგად, რომელიც წარმოიშვა ესპანურ ტელევიზიებსა და ფეხბურთის ლიგას შორის, გამოიწვევს 2 და 3 აპრილის მატჩების გაუქმებას. LFP-ს პრეზიდენტმა, ხოსე ლუის ასტიაზარანმა პარასკევს განაცხადა, რომ: “ძალიან მცირეა იმის შანსი, რომ თავიდან ავიცილოთ მატჩების გადადება“, რომელიც გამოწვეულია ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებისგან. მადრიდის საბჭო ამ თემას 29 მარტს მიუბრუნდება და გამოიტანს საბოლოო ვერდიქტს.

 

თუ მატჩები არ გაიმართება ისე, როგორც იყო დაგეგმილი, ანუ წინა ცხრილი მიხედვით, მაშინ შეიძლება რთულად შეუთავსდეს ახალი ცხრილი კლუბების განრიგს. ამჟამად მიმდინარეობს კალენდარის გადახალისება, რათა ყოველი შემთხვევისთვის მზად ჰქონდეთ. ამან შესაძლოა გამოიწვიოს პრიმერას დასრულება 11–12 ივნისს, 3 კვირით უფრო გვიან ვიდრე ეს ჩვეულებრივად ხდებოდა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში