workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

check_circle დასრულდა
MATCHDAY
ჩემპიონთა ლიგა schedule 23:00

პსჟ

პსჟ ლოგო
4 - 2
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
დუე 38'sports_soccer ერნანდესი 72'sports_soccer ვიტინია 81'sports_soccer რუისი 86'sports_soccer
ესპარტი 55'sports_soccer იამალი 79'sports_soccer
ქალთა ფეხბურთი – “ბარსამ” გაჩემპიონების მცირე შანსი დაიბრუნა

ქალთა ფეხბურთი – “ბარსამ” გაჩემპიონების მცირე შანსი დაიბრუნა

ცოტა ხნის წინ დასრულდა ქალთა ფეხბურთში ესპანეთის ჩემპიონატის 24-ე ტურის ცენტრალური შეხვედრა, რომელშიც მე-2 ადგილზე მყოფმა “ბარსელონამ” ლიდერი “ატლეტიკო”, სტუმრად, ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

ამ თამაშის შემდეგ, კატალონიელებმა მადრიდელებთან სხვაობა 3 ქულამდე შეამცირეს. წინ კიდევ 10 ტურია და სხვაობა თითქოს ბევრი არაა, მაგრამ რეალობა სხვაგვარია. საქმე ისაა, რომ “ატლეტიკო” ქულებს თითქმის არ კარგავს. 24 შეხვედრიდან მადრიდელებმა 22 მოიგეს და მხოლოდ 2 წააგეს, ორივე “ბარსელონასთან”. “როხიბლანკო”, “ბარსას” გარდა, ყველა გუნდთან იოლად იგებს და დიდი ალბათობით, სეზონის ბოლომდე ასე გაგრძელდება.

თუმცა, კატალონიელები უშანსოდ მაინც არ არიან. ისინი შეეცდებიან “ატლეტიკოს” ფეხის ნებისმიერი დაცდენა გამოიყენონ, თავად მათ კი დარჩენილი 6 თამაშის მოგებას ნამდვილად შეუძლიათ.

ატლეტიკო-ბარსელონა 0:2

გოლები: 0:1 ოშოალა 65, 0:2 დუგანი 80

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • Lasha71
    schedule 18 მარ 2019, 01:46
    #4

    კი მაგრამ ვისთან წააგო ბარსამ?

  • mari karkalaia
    schedule 17 მარ 2019, 22:21
    #3

    qalebi rac vart magrebi vart 👌👌⚽⚽⚽💙💙💙

  • donSergio
    schedule 17 მარ 2019, 19:16
    #2

    საინტერესო ისაა რეალის შანსებზე აქაც არაფერი წერია😂

  • M10 S9 D11
    schedule 17 მარ 2019, 18:23
    #1

    იმედია მოხდება სასწაული და ჩვენი გოგოები გახდებიან ჩემპიონები