მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლიონელ მესის საუკეთესო ვერსია 2014/15 სეზონის შემდეგ

ლიონელ მესის საუკეთესო ვერსია 2014/15 სეზონის შემდეგ

“ბარსელონას” ლიდერი ლიონელ მესი შესანიშნავ ფორმაშია. არგენტინელი სეზონის დაწყებამდე, გულშემატკივრებს ჩემპიონთა ლიგის თასის “ბარსელონაში” დაბრუნებას დაპირდა. მესი ძალიან მოტივირებულია, ამაზე მისი სტატისტიკაც მეტყველებს.

მესის სტატისტიკა ამ დროისთვის, სეზონების მიხედვით

მესის სტატისტიკა ამ დროისთვის, სეზონების მიხედვით

მესის 2014/15 სეზონის შემდეგ ასეთი სტატისტიკა არ ჰქონია. არგენტინელს 36 გოლი და 18 საგოლე გადაცემა დაუგროვდა, რაც იმას ნიშნავს, რომ 54 გოლში მიიღო მონაწილეობა (“ბარსელონას” ამ სეზონში 109 გოლი აქვს გატანილი).

2014/2015 წლების სეზონში, როდესაც კატალონიელებმა ტრებლი მოიგეს, მესის ამ დროისთვის 41 გოლი და 20 საგოლე გადაცემა ჰქონდა.

არგენტინელს გოლს+პასი სისტემით მსოფლიოში კონკურენტი არ ჰყავს. ის ასევე ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირია 8 გოლით (რობერტ ლევანდოვსკისთან ერთად, რომელიც მიმდინარე სეზონში, ამ ტურნირზე გოლის გატანას ვეღარ მოახერხებს).

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (10)

  • M10 S9 D11
    schedule 16 მარ 2019, 17:07

    ხოდა 2014-15 წლების სეზონის განმეორებას ველოდები ამ სეზონში ანუ ტრიპლეტი და მესის დომინირება თავისი ოქროს ბუცით და ოქროს ბურთით

  • levin13
    schedule 16 მარ 2019, 01:59

    ციტატა: მურმანი

    ციტატა: becool
    საერთო ჯამში მე მაინც რონალდოს ვამჯობინებ ჩვენს მესის,რადგან ყველაზე დაძაბულ და საჭირო თამაშებში გააქვს ხოლმე გოლები.


    მადრიდისტების ადგილი მანიაზე არაა😉


    შენიღბვის ნიჭიც რომ არ აქვს აზრზე ხარ? :დდ

  • მურმანი
    schedule 15 მარ 2019, 22:10

    ციტატა: becool
    საერთო ჯამში მე მაინც რონალდოს ვამჯობინებ ჩვენს მესის,რადგან ყველაზე დაძაბულ და საჭირო თამაშებში გააქვს ხოლმე გოლები.


    მადრიდისტების ადგილი მანიაზე არაა😉

  • becool
    schedule 15 მარ 2019, 21:35

    საერთო ჯამში მე მაინც რონალდოს ვამჯობინებ ჩვენს მესის,რადგან ყველაზე დაძაბულ და საჭირო თამაშებში გააქვს ხოლმე გოლები.

  • MonteCristo031
    schedule 15 მარ 2019, 20:51

    ლიგა უნდა დავდოთ ყოველმიზეზგარეშე wink

  • Magician
    schedule 15 მარ 2019, 20:46

    ციტატა: gurgenidze

    ციტატა: Magician
    ახლა კი ვტკბებით, მაგრამ ამის წასვლის შემდეგ რა იქნება? :(((


    სწორი სატრანსპერო პოლიტიკა და შესადზლოა შედარებიტ მარტივად ამის გადალახვა …


    შეიძლება, მაგრამ ჩემი ნათქვამით მის გენიალურობას გავუსვი ხაზი.

  • saba_xavi
    schedule 15 მარ 2019, 20:37

    რატომ მაქვს შეგრძმება რომ მესი იფრენს ლიგაზე ყველა დარჩენილ მატჩში

  • Lawless
    schedule 15 მარ 2019, 20:31

    სრულყოფილი არავინ არისო ნათქვამია. მაგრამ, მესი ყველაზე ახლოსაა
    სრულყოფილებასთან..

  • gurgenidze
    schedule 15 მარ 2019, 20:21

    ციტატა: Magician
    ახლა კი ვტკბებით, მაგრამ ამის წასვლის შემდეგ რა იქნება? :(((


    სწორი სატრანსპერო პოლიტიკა და შესადზლოა შედარებიტ მარტივად ამის გადალახვა …

  • Magician
    schedule 15 მარ 2019, 20:20

    ახლა კი ვტკბებით, მაგრამ ამის წასვლის შემდეგ რა იქნება? :(((