ერიკ აბიდალი, რამონ პლანესი და პეპ სეგურა გუშინ საღამოს მილანში, “ჯუზეპე მეაცაზე” იმყოფებოდნენ. ისინი “ინტერის” და ფრანკფურტის “აინტრახტის” შეხვედრას დაესწრნენ.
“ბარსელონას” ხშირად “აინტრახტის” თავდამსხმელს, ლუკა იოვიჩს უკავშირებენ და სავარაუდოდ, კატალონიური კლუბის დირექტორები სწორედ ამ ფეხბურთელს აკვირდებოდნენ.
მატჩის მე-6 წუთზე, იოვიჩმა “ინტერის” კარში გაიტანა. ეს გოლი შეხვედრაში ერთადერთი გამოდგა და სერბი ფორვარდის წყალობით, გერმანელები ევროპა ლიგის 1/4 ფინალში გავიდნენ.




აუცილებლად მოსაყვანია სუარესის ფლანგზე ვინმე თორე თვითონაც მოწყინდა მარტოს თამაშI და მოტივაციაც არ აქვს იმდენად
ხოდა ჩავუჯდნენ ბენფიკა აინტრახტს. ნეტა აქვს იოვიჩს თამაშის უფელბა? ორივეს დავაკვირდებოდით კარგად ევროპის ლიგაზე.
ფელიში და იოვიჩი ორივე გვინდა.
ფელიშე გვინდა ყველაე მეტად, ფელიშეეეეეეე:)))))))
ბურთის კარში შეგდება ძალიან მაგრად იცის და თან ბარსას სტილისაა..
იმედია გადმოიყვანენ სუარესი ახლა ძლივს დაგორავს და წონის დაგდების ნაცვლად ყოველ თამაშში უფრო დიდი მეჩვენება
მოსაყვანია ეს ბიჭი აუცილებლად