workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სიტი ახლოსაა გარიგებაზე “ბარსელონასთან” ეტო’ოს თაობაზე

სიტი ახლოსაა გარიგებაზე “ბარსელონასთან” ეტო’ოს თაობაზე

როგორც ინგლისური The Daily Mail -ი იუწყება “ბარსელონას” კამერუნელი ფორვარდი სამუელ ეტო’ო ახლოსაა პრემიერ ლიგაში მოთამაშე “მანჩესტერ სიტიში” გადასვლაზე.

იყო წინადადება რობინიოს შესაძლო გადაბარგებაზე ნოუ კამპზე, მაგრამ “სიტის” ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ ბრაზილიელი ამ ზაფხულს კლუბს არ დატოვებდა.

“მანჩესტერ სიტი” როგორც ჩანს აპირებს 35.2 მილიონი ევრო გადაუხადოს კატალონიელებს ეტო’ოს საზღაურად, რომელმაც წელს “ბარსელონას” შემადგენლობაში 37 გოლის გატანა მოახერხა.

28 წლის თავდამსხმელს მოქმედი კონტრაქტი მომავალ წელს უმთავრდება და არანაირი წინაპირობა არ ჩანს მისი განახლებისა, თუმცა “ბარსას” სპორტული დირექციას ყოველთვის სურდა კამერუნელის დატოვება კლუბში.

“ჩვენ გვსურს კონტრაქტის განახლება, მაგრამ არანაირი დამატებითი ხელფასი” – აცხადებს “ბარსელონას” პრეზიდენტი ხუან ლაპორტა.

როგორც ჩანს “სიტი” კი აპირებს ეტო’ოს კვირაში 225 ათასი ვერო გადაუხადოს. მაგრამ არის შესაძლებლობა რომ ეს თანხა 376 ათას ევრომდე გაიზარდოს. საშუალოდ წელიწადში ეტო’ომ შესაძლოა 19.5 მილიონი ევრო მიიღოს.

წყარო www.goal.com

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward