დიდი პაუზის შემდეგ, ლიონელ მესი არგენტინის ნაკრებში დაბრუნდა. ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი, ლიონელ სკალონი აცხადებს, რომ მსოფლიო ჩემპიონატის მომდევნო მატჩებში “ბარსას” კაპიტნის დასვენება მისი გადაწყვეტილება იყო.
“გადაწყვეტილება, რომ მესის მუნდიალის შემდეგ პირველ თამაშებში მონაწილეობა არ მიეღო, მე მივიღე. ახლა კი, ის აქ იქნება.
ლეო დაბრუნდა, ჩვენ კი უნდა განვსაზღვროთ, რა აჯობებს – მან ერთხელ ითამაშოს თუ ორჯერ. ეს იმიტომ, რომ მესი სათამაშო დროით ისედაც საკმაოდ გადატვირთულია. გუნდში იმედი გვაქვს, რომ ის ჩვენთან კარგ ფორმაში ჩამოვა”. – ციტირებს სკალონის სიტყვებს Marca.
არაფრისმომცემ თამაშებში თამაში რა საჭიროა
ერთი ტაიმი არ ეყოფა, მინიმუმ 60 წუთი უნდა ითამაშოს რო კერძო ჰონორარი მისცენ, თავის მხრივ არგენტინამაც წაუყენა პირობები მასპინძლებს, მესისთან არ უნდა იუხეშონ ძალიან, და მაისურებზე და სელფებზე არ უნდა შეაწუხონ, და არც ის სასტუმრო უნდა იცოდნენ გულშემატკივრებმა სადაც არგენტინა დაბინავდება, ასეთი პირობებია საჩვენებელ მატჩისთვის რომელიც ძირითადად ფეხბურთის პოპულარიზაციისთვის არის დანიშნული.
მაროკოსთან ათამაშე ერთი ტაიმი და ეგაა არაა საჭირო ამხანაგურ იგრებში მოიკლას თავი