მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ერნესტო ვალვერდე “ჟირონასთან” მატჩის შემდეგ

ერნესტო ვალვერდე “ჟირონასთან” მატჩის შემდეგ

“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ, “ჟირონასთან” მატჩის შემდეგ ისაუბრა. 

“მსგავსი თამაშები იმ ფეხბურთელებისთვისაა, რომლებიც მოედანზე ხშირად ვერ გადიან, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის. 

მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ასეთი შემადგენლობა “ჟირონასავით” ძლიერი გუნდის წინააღმდეგ გამოგვეცადა და კარგია, რომ არც ისე ცუდად ვითამაშეთ. 

პირველ ტაიმში, “ბარსას” თამაში ლა ლიგის 11 რეგულარული ფეხბურთელის წინააღმდეგ უწევდა და ეს კარგი ტესტი იყო. 

ტოდიბოს დიდი გამოცდილება არ აქვს და გასაკვირი არაა, რომ მოედნის ცენტრში ის, პრაქტიკულად, დაიკარგა. ბოლოს, მას სხეულის ყველა ნაწილი ტკიოდა. 

“რეალის” ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნას ჩვენთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. “აიაქსთან” თამაშის ნახვის შემდეგ, უფრო ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან ასეთი თამაშები გასათვალისწინებელია. ჩემპიონთა ლიგაზე დიდი მიზნები გვაქვს”. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში