“ბარსელონას” მცველმა, ჟერარ პიკემ, მადრიდის “რეალთან” მატჩი შეაფასა.
“მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. “რეალს” პირველ ტაიმში უპირატესობა ჰქონდა, მაგრამ მეორე ნახევარში სივრცეები უკეთესად გამოვიყენეთ და ფინალში გავედით.
არ ვიცი, კოპა დელ რეიზე ასეთი მიღწევა ოდესმე გამეორდება თუ არა.
ახლა დასვენების უფლება არ გვაქვს, რადგან ჩემპიონატში დაძაბული მდგომარეობაა და უნდა ვეცადოთ, რომ მეორე “კლასიკოშიც” დადებით შედეგს მივაღწიოთ”.
პიკე “ბარსას” ყოფილი პრეზიდენტის, სანდრო როსელის პატიმრობიდან გათავისუფლებასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ უკეთესი იქნება, თუ ესპანური ტელევიზია VAR-ის შეცდომებზე კამათის ნაცვლად უსამართლოდ დაკავებულ კატალონიელ პოლიტიკოსებს ახსენებს.




პიკე ყოველთვის პირდაპირი და საოცარი!
პიკეშა… რაც არ უნდა ილაპარაკო მაინც ძალიან საყვარელი ტიპია, აი როგორიც არის ისეთი.
ისე კარგად კი გასრიალა ვინიციუსმა შაკირიჩ იმენა 2-ში ეგრე აღარ დაგემართება