მადრიდის “რეალის” წინააღმდეგ გამართული მატჩის შემდეგ მედიასთან “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ ისაუბრა.
“პირველ ტაიმში “რეალი” უკეთესი იყო. ჩვენ შეტევაში ვერაფერი შევქმენით, რაც დაუშვებელია.
ბურთს სახიფათო მონაკვეთებში ვკარგავდით და მეტოქეს მომენტების შექმნის საშუალებას ვაძლევდით. უნდა ვაღიაროთ, რომ ეს კარგი არ იყო.
საბოლოოდ, სამი გოლი გავიტანეთ ისე, რომ ბევრი შანსი არ გვქონია. ხანდახან პირიქით ხდება. ფეხბურთი ასეთია – ყველაფერი ლოგიკის მიხედვით არ ხდება. მაგალითად, “ლიონთან” კარში 25-ჯერ დავარტყით და ვერ გავიტანეთ, შემდეგ კი თქვეს, რომ კრიზისი გვქონდა.
სუარესი ყოველთვის ადგილზეა, როცა გვჭირდება. ის ამბიციური, აგრესიულია, ყოველთვის გოლის გატანაზე ფიქრობს და ამ თამაშში, კიდევ ერთხელ, ძალიან კარგი იყო.
შაბათს გასამართ თამაშს ზუსტად ისეთი დატვირთვა აქვს, როგორც დღევანდელს ჰქონდა. ჩვენი თამაში უნდა გავაუმჯობესოთ და გამარჯვებაზე უნდა ვიზრუნოთ, რადგან ლა ლიგის მოგებას ვუმიზნებთ”. – თქვა ვალვერდემ.




რამდენიც არ უნდა ეცადოს , ვალვერდე ვერ გახდება ვერც კრუიფი , ვერც რენუს მიხელსი , ვერც გვარდიოლა და ვერც ვენგერი და ფერგიუსონი . იმიტომ რომ , მშიშარა მწვრთნელია , რომელმაც არ იცის წაგებული თამაში , როგორ შემოატრიალოს და მთლიანად ფეხბურთელების ინდივიდუალურ შესაძლებლობებზე დამოკიდებული . მესი რომ აღარ იქნება , მე პირადად ვერც ვხედავ გამოსავალს , თუ ეხლავე არ მოხდა მესის შემდგომი გუნდისთვის საფუძველის ჩაყრა , მერე დაგვიანებული იქნება . გუშინდელ თამაშს რაც შეეხება , ეს ს შემთხვევა იყო როცა იღბალი ჩვენ მხარეს იყოო . პირველ ტაიმში მარჯვენა ფლანგი გაგვიფარჩაკა რეალმა , რომ არა ვინისიუსის გამოუცდელობა ბოლო ფაზაში , წაგებული იყო თამაში დ ნუ დააბრალებთ ვალვერდეს ამის მოგებას როგორც ჩოლომ თქვა , არა აქვს ამ კაცს დიდი კვერცხები , ჩოლოსგან განსხვავებით . ვნახოთ ლიგაზე რას ზავს , მე პირადად მგონია რომ ტუხელისა და გვარდიოლას ომის ყურება მოგვიწევს , ხოლო შედეგზე ორიენტირებულ მწვრთნელებს რაც დაემართად , რემიერლიგას უყურეთ . ვისაც გგონიათ , რომ დაცვითი ფეხბურთი როდესმე ისევ შედეგს მოიტანს , ძალიან ცდებით . ეპოქებს ძლიერი და რაღაც დოზით თავზე ხელაღებული ადამიანები ქმნიან , მშიშრები უბრლოდ რაც რჩება იმ დანარჩენ სიცარიელეს ავსებენ , ამიტომ მათი უმეტესობა შინაგანად ბოღმით ცხოვრობს , ისევე როგორც სალიერი ( თუმცა უნიჭო ნამდვილად არ იყო) , მაგრამ იცოდა რომ მოცარტიც ვერასდროს გახდებოდა . ყველას მოურინიო ხვედრი ელოდება ბოლოს
ჰაა შემაგარო, გუშინ მაგარი კაიფიი იყო რეალი იხეოდა შუაზე და ვერ გაჰქონდა ჩვენ არგვინდოდა და მაინც გაგვქონდა, ლამაზითამაში არა მზე ორივეს ვერიზამ დრევანდელ ფეხბურტში ლამაზად შედეგს ვერდადებ ყველამისწავლა ფეხბურტის თამაში და ფარჩაკები აღარარიან როგირციყვნენ, ტრიოლეტი დადოს წელს ბარსამ და თუუნდატ 1_0 ები მოიგონ და ერტიბურტისმერე დაცვასი ცაჯდჯენ, ვიღა ტამაშობს ლამაზ ფეხბურტს ნუგადამრიეტ სიმონ, ვუსგანელიტ ლამაზ ფეხბურთს სიმონკაირა, რომელი კლუბითამაშობს სანახაობრივ ფეხბურთს მთელისეზონი