კატალონიის “ბარსელონას” ესპანელმა ნახევარმცველმა ანდრეს ინიესტამ კიდევ ერთხელ გამოხატა კმაყოფილება, იმის შესახებ, რომ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველს, ძალიან სურს, რომ პეპ გვარდიოლა დიდხანს დარჩეს კლუბში:
” მე ძალიან ბედნიერი ვიყავი, როდესაც გავიგე, რომ გვარდიოლა ახანგრძლივებდა კონტრაქტს. ვიმედოვნებ, რომ იგი ჩვენთან დიდხანს დარჩება. და მას რომ არ შეუძლია იყოს ყოველთვის “ბარსელონას” მწვრთელი, ჩვენ ამაზე არ ვფიქრობთ. ჩვენ კონცენტრირებულნი ვართ მხოლოდ იმ საქმეზე, რაც ამ სეზონში გვავალია,” დაასრულა ინიესტამ. ცნობისთვის ინიესტას ლა ლიგაში ჩატარებულ 239 მატჩში 24 გოლი აქვს გატანილი, ხოლო “ფურია როხას” ღირსება მან 55 მატჩში დაიცვა და 9 გოლის გატანა შეძლო.



