მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ერნესტო ვალვერდე “სევილიასთან” მატჩის შემდეგ

ერნესტო ვალვერდე “სევილიასთან” მატჩის შემდეგ

“ბარსას” მთავარმა მწვრთნელმა “სევილიასთან” თამაში შეაფასა. 

“მატჩის დასაწყისში გაგვიჭირდა. “სევილიამ” ანგარიში გახსნა. მიუხედავად იმისა, რომ ბურთის ფლობის მხრივ უპირატესობა გვქონდა, ჩვენ ვაგებდით. 

კონტრშეტევების დროს მათ უპირატესობა ჰქონდათ და პირველი გოლი სწორედ ამის გამო გავიდა. 

ვგრძნობდი, რომ რაღაც უნდა შეგვეცვალა, რომ თამაშს განსხვავებული სახე მიეღო, მაგრამ როცა ამას აკეთებ, შეიძლება გუნდმა თამაში თავის სასარგებლოდ შემოატრიალოს ან პირიქით მოხდეს. 

სამი უზარმაზარი მილოცვა მესის ჰეთ-თრიქისთვის და კიდევ ნახევარი საგოლე პასისთვის. გოლებთან ერთად ისიც აღსანიშნავია, როგორ ახერხებს ის ყოველთვის საჭირო დროს საჭირო ადგილზე ყოფნას. 

თამაშების განრიგის გამო წუწუნი ნებისმიერს შეუძლია, მაგრამ გარკვეულ ეტაპზე ეს ყველა კლუბის შემთხვევაში ხდება. მთავარია ვინ საუბრობს ამაზე. “სევილიამ” ოთხშაბათსაც ითამაშა და დღესაც, ჩვენც გადატვირთული კალენდარი გვქონდა, მაგრამ მოედანზე გასვლა ორივეს ფეხბურთელებმა მოახერხეს. როგორც წესი, ეს პრობლემა არაა”. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში