“ბარსელონას” მცველმა, ჟერარ პიკემ, “სევილიასთან” მატჩის შემდეგ მედიასთან ისაუბრა.
“რთული თამაში იყო, “სევილიას” მოედანზე ყოველთვის ასეა.
ახლა საუკეთესო ფეხბურთს ვერ ვაჩვენებთ, მაგრამ ლიდერობას ვინარჩუნებთ და სეზონის განმავლობაში ასეთი მომენტები გადამწყვეტია. მიუხედავად იმისა, რომ ასე არ ჩანს, გუნდი თავს ყველაზე ცოცხლად გრძნობს.
ლეო მესი შესანიშნავი იყო და მისი დამსახურებით, სახლში ბედნიერები მივდივართ.
ყურადღება კოპა დელ რეიზე უნდა გადავიტანოთ. “სანტიაგო ბერნაბეუზე” ისეთ დახვედრას ველი, როგორც ყოველთვის. მადრიდელები განსაკუთრებით მონდომებულები იქნებიან და ჩვენც ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ფინალში გავიდეთ.
არ აქვს მნიშვნელობა, ვინ ითამაშა ბოლოს. თუ სწორად მახსოვს, პირველ წრეში “რეალმა” “კლასიკოს” წინ ერთი დღით მეტი დაისვენა, მაგრამ 5-1 მოვიგეთ”. – განაცხადა პიკემ.




რა გველია 😂😂😂😂😂😂😂 "სა ჩოურტყა" 😂😂
დარწმუნებული ვარ ორივე კლასიკოს ბარსელონა მოიგებს
პიკე კიდევ ერთი 5-1 გვინდა 😂😂😂☺️☺️
ატყობთ სულ 10 კაცით რომ ვთამაშობთ სასტავს.ეს ვინ არის გააგდონ ეს კოუტინიო არაფრის მაქნისი.ეგრე ჩვენც რომ გავიდეთ კი ვითამაშებთ რასაც ეს აკეთებს. ჯერ გომეში იყო ძვლივს გააგდეს ეხლა ეს კოუტინიოა არაფრის მაქნისი.ზარალია რა
უმტიტი და პიკე უნდა დადგეს კლასიკოში <3
პიკემ გაიღვიძა როგორც იქნა, ძალიან ჭკვიანურად და გააზრებულად თამაშობს, მარტო ისე არა, რომ მხოლოდ მოიგერიოს ბურთი, ყოჩაღ
ნუ,ლა ლიგაში კონკურენცია მალე მოკვდება მარა ისე არ ქნათ რო ლიგაზეც აღარ მქონდეს ყურების ინტერესი
კარგია რო ფორმაში შევიდა პიკე იმედია უმტოც მოიხოდება და ძველებური დაცვა დაგვიბრუნდება
რა ნაბო**რია