მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონას” სტატისტიკა არტურის გარეშე

“ბარსელონას” სტატისტიკა არტურის გარეშე

ბრაზილიელი ნახევარმცველი, არტურ მელო, “ბარსელონაში” მოსვლიდან მალევე გუნდის ერთ-ერთ საკვანძო ფეხბურთელად ჩამოყალიბდა და ტრავმის გამო მისი არყოფნა უკვე სერიოზული დანაკლისია. 

მიუხედავად ამისა, “ბარსა” არტურის გარეშე ჩატარებულ მატჩებში ბურთს უფრო ხშირად აკონტროლებს, ვიდრე მასთან ერთად, ეს კი გასაკვირია იმის გათვალისწინებით, რომ “გრემიოს” ყოფილი მოთამაშის ძირითადი დანიშნულება ბურთს შენარჩუნებაა და ამას ის, როგორც წესი, საკმაოდ კარგად ახერხებს. 

ბოლო 8 შეხვედრაში, როცა არტური სასტარტო შემადგენლობაში იყო, გუნდის ბურთის ფლობის საშუალო მაჩვენებელი 59.46%-ს შეადგენდა, მის გარეშე კი ეს რიცხვი 63.66-ია. 

“ბარსას” ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – 68.7% – “ვალენსიასთან” მატჩში (2-2) ჰქონდა. აღსანიშნავია, რომ მაშინ მოედანზე არტურის გარდა სერხიო ბუსკეტსიც არ იყო. იმ დღეს მოედნის ცენტრის გაკონტროლება კარლეს ალენიას, ივან რაკიტიჩს და არტურო ვიდალს ევალებოდათ. 

არტური ახლა პერსონალურ რეჟიმში ვარჯიშობს და მოედანზე დაბრუნებას, სავარაუდოდ, “რეალის” წინააღმდეგ შეძლებს. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (7)

  • OusmaneDembele
    schedule 22 თებ 2019, 14:41

    ციტატა: barca_eminem

    ციტატა: OusmaneDembele


    არ ენდოთ ასეთ რაღაცეებს, სადაც კოდის ჩაწერას გთხოვენ და ა.შ
    დიდი ალბათობით გაგიტეხავენ ექაუნთს )))


    გატეხავენ და გაიკეთონ უკან 4 წელია თეთრი არ ჩამირიცხავს და რა ჩემ ფეხებად უნდათ?

  • Gerard Pique
    schedule 22 თებ 2019, 09:19

    ციტატა: Wtf man
    მოვიდეს დე იონგი მერე ნახეთ თქვენ ცენტრის ძალა.


    +++

  • Ma2reLi
    schedule 22 თებ 2019, 00:36

    https://upvir.al/ref/Ca20883929 შედით და მიიღეთ 500 ფრისპინი უფასოდ.ნაღდია და არაცინ არ ცდილობს გატეხვას ,

  • barca_eminem
    schedule 22 თებ 2019, 00:14

    ციტატა: OusmaneDembele


    არ ენდოთ ასეთ რაღაცეებს, სადაც კოდის ჩაწერას გთხოვენ და ა.შ
    დიდი ალბათობით გაგიტეხავენ ექაუნთს )))

  • Don_Andresito
    schedule 21 თებ 2019, 23:13

    იდიოტური სტატისტიკააა. ბოლო თამაშებია გულის ამრევად ვთამაშობთ და მთელი ყურადღება ბურთის ფლობაზეა.. ვალენსია 0-2 გვიგებდა და შესაბამისად ბურთი ჩვენ გვექნებოდა, არტური კი არა სულ რო 3 ლასანა დიარა გვყოლოდა ნახევარდაცვაში. ვალიადოლიდთანაც იგივე, 1-0 მოვიგეთ და ბურთი გვეჭირა. ბილბაოსთან საერთოდ ვერ მოვიგეთ და იქაც პრსოტა ბურთს ვაგორავებდით უაზროდ. ლიონთანაც მსგავსი იგრა იყო რაც ბილბაოსთან. არტურს კიდე რეალთან მოუწია თამაში და შედარებით რთულ იგრებში იყო, ან ისეთ თამაშებში ითამაშა სადაც ვიგებდით მარტივად და 2-0 ის მერე პიტალო ვალვერდე მთლიანად აძლევს ბურთს მეტოქეს და % ული მაჩვენებელი იკლებს

  • M10 S9 D11
    schedule 21 თებ 2019, 23:07

    რას აკონტროლებს გარღვევა გვაქვს ცენტრში არტურის გარეშე