ფრენკი დე იონგი “კამპ ნოუზე” თავისი მომავალი გუნდის თამაშის საყურებლად ორჯერ იმყოფებოდა. ის “ბარსას” შეხვედრას პირველად ექვსი წლის ასაკში დაესწრო, შემდეგ კი 2015 წელს.
“სტადიონზე პირველად ბავშვობაში მივედი, როცა კატალონიაში ვისვენებდი. ეს “ბარსელონასთან” ჩემი პირველი კავშირი იყო.
მეორედ აქ ჩემს შეყვარებულთან ერთად ვიყავი, მაშინ “ბარსა” “ბეტისს” ეთამაშებოდა. ჩემმა აგენტმა კარგი ბილეთები იშოვა და თამაშით ძალიან ვისიამოვნე. “ბარსელონამ” კარგად ითამაშა და 4-0 მოიგო, ნეიმარი, მესი, ყველა ვარსკვლავი მოედანზე იყო. შესანიშნავი დრო გავატარე”. – იხსენებს ჰოლანდიელი.
დე იონგი “ბლაუგრანას” ზაფხულში შეუერთდება, მიმდინარე სეზონს კი “აიაქსში” დაასრულებს.




1-2 იდიოტი ფანებით გაჟღენთილი სტადიონი ყველგანაა, მაგალითად სან მამესი და ეგეთები მარა აი სხვა საღად მოაზროვნე ქალაქების სტადიონები აიღე, სადმე გინახავს მესისთვის დაესტვინოთ? აოხრებული ყავს ატლეტიკოც სევილიაც ესპანიოლიც და რავი მარა არც ერთგან არ უსტვენენ, არ აქვთ ანტიპათია და არ სძულთ. რონალდოს კიდე საერთოდ ყველა უსტვენ. ატლეტიკოში უსტვინეს, იუვენტუსის სტადიონი შარშან როგორ უსტვენდა. მერე ტაში დაუკრეს, ამან კიდე გოლზე მაიკა გაიხადა და კუნთების მარიიაჟობა დაიწყო. ბასკები უსტვენდნენ, კამპ ნოუ უსტვენს, რავი ოლდ ტრაფორდია მგონი რო იქ არ სძულდათ ადრე და მაგასაც მიზეზები აქვს. დალშე არაკაცია და ყველა ხვდება.
მალე შენც უნდა გვასიამოვნო შენი თამაშით ფრენკ
ვაიგლი მეც მაგრად მევასება
ამას ვაიგლი მოუყვანეთ (არტური დახვდება ისედაც) და მომავალში მსოფლიოს საუკეთესო ნახევარდაცვა გვეყოლება
https://upvir.al/ref/Ca20883929 კროკობეთის აქციაა , 500 ფრისპინი . შედით და იხეირებთ.
ატლეტიკოს" პრეზიდენტმა, ენრიკე სერესომ ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8 ფინალურ მატჩში "იუვენტუსის" ფორვარდის, კრიშტიანუ რონალდუს საქციელზე კომენტარი გააკეთა.
შეგახსენებთ, 34 წლის პორტუგალიელმა "როხიბლანკოსთან" შეხვედრაში ტრიბუნებს ხუთი თითი უჩვენა, რითაც აღნიშნა, რომ ჩემპიონთა ლიგა ხუთჯერ აქვს მოგებული.
დაპირისპირების შემდეგ, რონალდუმ ისიც გაიხსენა, რომ "ატლეტიკო" ისტორიაში ერთხელაც კი არ დაუფლებია ევროთასების მთავარ ტიტულს.
"რეალის" რიგებში რონალდუმ ჩემპიონთა ლიგის ფინალში "ატლეტიკო" ორჯერ დაამარცხა, კიდევ ორჯერ ტურნირის ფინალი მან "ბლანკოსის" მაისურით სხვა მეტოქეებს მოუგო, ერთხელ კი "მანჩესტერ იუნაიტედთან" ერთად გახდა ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის გამარჯვებული.
"კრიშტიანუს ჩემპიონთა ლიგა 5-ჯერ არ მოუგია. ეს მან სამჯერ გააკეთა. ჩვენთან გამართულ ორ ფინალში მას არ გაუმარჯვია", – ციტირებს სერესოს სიტყვებს Sport.es.