არგენტინის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტი, კლაუდიო ტაპია დარწმუნებულია, რომ “ბარსელონას” კაპიტანი, ლიონელ მესი ნაკრებში დაბრუნდება.
“როდესაც ლიბერტადორესის თასის ფინალზე, მადრიდში ჩავედი, მესის ვესაუბრე. მან თქვა, რომ ყოველთვის განიცდის არგენტინის ნაკრებში თამაშის სურვილს და მისი ფერების დაცვას. გადაწყვეტილება სამწვრთნელო შტაბმა უნდა მიიღოს. მარტში მატჩები გვექნება. თუ მესის ვუხმობთ, მე დარწმუნებული ვარ, რომ ის დაბრუნდება.” – განაცხადა ტაპიამ.




ვერ აფასებენ
არგენტინელებისგან მხოლოდ გულის ტკივილი მიიღო ლეომ
ხო დაიწერა რო მარტში დაბრუნდებოდა ნუღა გაღუნეთ ტვინი თორე ამოუვა ყელში ამდენი ხვეწნა მუდარა და დარჩებით მესის გარეშე