Calcio Mercato-ს მიერ მოპოვებული ექსკლუზიური ინფორმაციის თანახმად, ტურინის “იუვენტუსის” სპორტული დირექტორი, ფაბიო პარატიჩი “აიაქსის” მცველის, მატეის დე ლიხტის წარმომადგენლებს შეხვდა და საკუთარი შეთავაზება გააცნო.
იტალიელები “ბარსელონას” სამიზნეს სეზონის განმავლობაში 6-დან 7 მილიონ ევრომდე ანაზღაურებას სთავაზობენ, რასაც ჰოლანდიური მხარე ითხოვს.
“იუვეში” ფიქრობენ, რომ “აიაქსი” სხვა კლუბებისგან მაინც უკეთეს შეთავაზებას ელოდება, განსაკუთრებით – “ბარსელონასგან”.




რა ცოდოა იუვეში. ბართოს არ აქვს ვინმეს მესიჯი რო წააკითხოს?
ეეე ბართუშ იაქტიურე თორე აგვახიეს დე ლიხტი
წინა სერიაში,დე ლიგტი ბარსაში გადასვლასთან ახლოსაა;) მეორე სეზონის მესამე სერია დე ლიგტი უვეს წარმომადგენელს შეხვდა,, გააჯ, ით რა წაპეპლეს ტვინი