“ბარსელონას” ცენტრალურმა მცველმა, კლემან ლანგლემ, “ბილბაოსთან” მატჩის 72-ე წუთზე ინიაკი უილიამსთან უხეშობის გამო ყვითელი ბარათი მიიღო.
“ჟირონასთან” გაძევების შემდეგ, ფრანგი მცველისთვის ეს მეოთხე გაფრთხილებაა და კიდევ ერთის შემთხვევაში, ლანგლე ერთ მატჩს გამოტოვებს. კლემანმა დღევანდელ შეხვედრამდე, მსაჯისგან გაფრთხილება “რაიო ვალიეკანოსთან”, “ვილიარეალთან” და “ჟირონასთან” დაიმსახურა.
ყვითელი ბარათების გამო, ამ სეზონში დისკვალიფიკაცია სერხიო ბუსკეტსს და ჟორდი ალბას ჰქონდათ. ალბამ ამის გამო დღეს ვერ ითამაშა და შემადგენლობაში მისი ადგილი ნელსონ სემედუმ დაიკავა.




100% კი, მაგრამ ვალიკოს სადა აქვს ფიქრის თავი
ხოდა ვალიადოლიდთად დააყენოს უმტო ტოდიბოს დუეტი და დაასვენოს პიკე ლენგლე