კატალონიის “ბარსელონას” ნახევარმცველმა, ანდრეს ინიესტამ კომენტარი დანი ალვესის შესახებ გააკეთა, რომელიც “ბარსელონასთან” კონტრაქტს 2015 წლამდე გაახანგრძლივებს. მისი განცხადებით ამ ფაქტით კლუბის ყველა წევრი ძალიან გახარებულია…
მოგეხსენებათ გუშინ, კატალონიის “ბარსელონას” ოფიციალურმა ვებ–საიტმა დაადასტურა ის ფაქტი, რომ დანი ალვესი კლუბთან კონტრაქტს 2015 წლამდე გააფორმებდა. წიგნ “სპორტის გმირების” პრეზენტაციაზე, ანდრეს ინიესტა დანი ალვესის თემასაც შეეხო: “ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ ამ ფაქტით. მე ვფიქრობ, რომ ყველას სურდა მისი აქ დარჩენა. მასაც უნდოდა დარჩენა, კლუბსაც სჭირდებოდა ის და ჩვენ მივესალმებით. ეს არის ფეხბურთელი, რომელსაც ბევრი რამის მოცემა შეუძლია და მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ იგი ჩვენთან დარჩება და ჩვენ გზას გამოგვყვება.”



