workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
საფეხბურთო სასწაული…

საფეხბურთო სასწაული…

ძვირფასო ბარსამანიელებო, მინდა, რომ ერთი სტატია მივუძღვნა თემას, რომელიც მართლაც “საფეხბურთო სასწაულია”. საუბარი, რა თქმა უნდა, მაქვს “ელ კლასიკოზე”. მატჩი, რომელსაც მთელი მსოფლიო: დიდი თუ პატარა, ქალი თუ კაცი ყველა დიდი ინტერესით შესცქერის.

 

სწორედ ამ დღეს უპირსპირდებიან ერთმანეთს ორი უდიდესი კლუბი: მადრიდის “რეალი” და კატალონიის “ბარსელონა”. ყველას მოგვეხსენება, რომ ამ ორ გუნდს შორის ისტორიული პაექრობაა, რაც გარკვეულწილად გამოიწვია კატალონიელი ხალხის დამოუკიდებლობის მოთხოვნამ, მაგრამ ამ ეტაპზე მეორეხარისხოვანია…

 

ფეხბურთის ქომაგებმა კარგად იციან რაც იყო “გალაქტიკოსი”. იმ დროინდელი “რეალის” დამარცხება ზოგიერთი გუნდისთვის ყოველგვარ ტიტულზე მაღლა იდგა. მადრიდელები შიშის ზარს სცემდნენ მსოფლიოს და მათ უშუალო მეტოქეს, “ბარსელონას” შანსს არ უტოვებდნენ. “ბლაუგრანას” ძალიანს სურდა მოეგო ლა ლიგა, მაგრამ მეტოქე შეუვალი იყო. ასეთ დროს კატალონიელთა დასახმარებლად გამოჩნდა რონალდინიო “გაუჩო”. მართლაც ამ ფეხბურთელმა გადატრიალება მოახდინა და 2–ჯერ მოაგებინა  “ბარსას” ნანატრი ლა ლიგა. მაგრამ როგორც ყველა ფეხბურთელის კარიერაში, რონალდინიოსთანაც იყო ჩავარდნა, რაც არ გამოეპარათ “მერენგებს” და ჩემპიონობა ხელიდან გამოსტაცეს კატალონიელთ. 2 წლით “ბარსელონა” კვლავ დაიჩაგრა, მაგრამ მოვიდა პეპ გვარდიოლა ! ძირეულად შეისწავლა “ბარსას” ფილოსოფია და კლუბი აიყვანა უმაღლეს მწვერვალზე. რაც იგი სათავეში უდგას კლუბს ლა ლიგა არცერთხელ დაუთმია “რეალისთვის”, უფრო მეტიც, მხოლოდ 100%იან შედეგზე კმაყოფილდებოდა. ორი წელიწადი და კიდევ ნახევარი სეზონი გავიდა და მადრიდელებმა ვერაფერი დააკლეს კატალონიურ კედელს. ბურთების შეფარდება კი ამ ორწლინახევრის განმავლობაშ ასეთია, 16:2, რა თქმა უნდა, “ბარსელონას” სასარგებლოდ. აქვე მინდა შემოგთავაზოთ პეპის შეგირდების მიერ მოგებული ყველა “კლასიკოს” ამსახველი ვიდეო. მაშ ასე დავიწყოთ:

 

1. “ბარსელონა”–”რეალი” 2:0 (2008–2009 წლის სეზონის პირველი ნახევარი)

 

[media=http://www.youtube.com/watch?v=zrdXkRw1ork]

 

2. “რეალი”–”ბარსელონა” 2:6 (2008–2009 წლის სეზონის მეორე ნახევარი)

 

[media=http://www.youtube.com/watch?v=6r4_2uMpzKI]

 

3. “ბარსელონა”–”რეალი” 1:0 (2009–2010 წლის სეზონის პირველი ნახევარი)

 

[media=http://www.youtube.com/watch?v=3gysztZAzBI]    

 

4. “რეალი”–”ბარსელონა” 0:2 (2009–2010 წლის სეზონის მეორე ნახევარი)

 

[media=http://www.youtube.com/watch?v=WeBAM9UZPiM]    

 

5. “ბარსელონა”–”რეალი” 5:0 (2010–2011 წლის სეზონის პირველი ნახევარი)

 

[media=http://www.youtube.com/watch?v=stYl2mBTZBU]

 

 

ისიამოვნეთ ამ ვიდეოებით და ვიმედოვნოთ, რომ ნავსი არ გატყდება : )

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში