მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ერნესტო ვალვერდე “რეალთან” მატჩის წინ

ერნესტო ვალვერდე “რეალთან” მატჩის წინ

“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ, “რეალთან” მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. 

“მესი იტყვის, როგორ გრძნობს თავს. თუ ის ფიქრობს, რომ მზადაა, ექიმთან კონსულტაციას გაივლის და განაცხადში მისი შეყვანის გადაწყვეტილებას ამ შემთხვევაში მივიღებ. 

ნახევარფინალში ვართ, ძალიან ძლიერ გუნდს ვეთამაშებით. დაახლოებით თანაბარი დონის გუნდები ვართ, ფინალში კი საუკეთესო გავა. 

როგორც წესი, “რეალი” “კამპ ნოუზე” კარგად თამაშობს. მიმდინარე სეზონში კი, ლა ლიგაში, ჩვენ უკეთესად ვითამაშეთ. ახლა, მადრიდელები უკეთეს ფორმაში არიან და მათგან მეტ წინააღმდეგობას ველით. 

სილესენს ნახევარფინალში თამაში ძალიან სურდა და ტრავმის გამო, ემოციურად რთულ მდგომარეობაში ჩავარდა. ახლა ის თავს უფრო მშვიდად გრძნობს, მაგრამ მაინც ცუდია, რომ ასეთი დონის ფეხბურთელი ვერ დაგვეხმარება. 

უსმან დემბელესთან დაკავშირებით, პასუხი საღამოს ვარჯიშის შემდეგ გახდება ცნობილი. ვნახავ, როგორ გრძნობს ის თავს და თუ მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, განაცხადში შევიყვან”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში