მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ტერ შტეგენი კოპა დელ რეიზე 2 წლის შემდეგ პირველად ითამაშებს

ტერ შტეგენი კოპა დელ რეიზე 2 წლის შემდეგ პირველად ითამაშებს

“ბარსელონას” ხვალინდელ შემადგენლობასთან დაკავშირებით უამრავი კითხვის ნიშანი გაჩნდა. ჯერჯერობით, უცნობია შეძლებენ თუ არა უსმან დემბელე და ლიონელ მესი კატალონიელთა ძირითად თერთმეტეულში მოხვედრას. ამ ყოველივეს მიუხედავად, ერთი რამ ნათელია – იასპერ სილესენის ტრავმის გამო “კლასიკოს” მასპინძელთა კარს ტერ შტეგენი უდარაჯებს.

გერმანელი მეკარე სამეფო თასის შეხვედრაში 2017 წლის იანვარის შემდეგ მონაწილეობას პირველად მიიღებს. ბოლოს ის სტუმრად “ატლეტიკს” დაუპირისპირდა. “ბლანკოსის” წინააღმდეგ მარკს აქტივში 3 გამარჯვება, 2 ფრე და 2 მარცხი აქვს. 

ლა ლიგის ეგიდით გამართულ “კლასიკოში” ტერ შტეგენი არასდროს დამარცხებულა. ორივე წაგება გერმანელს 2017 წლის ესპანეთის სუპერ თასის ფინალში აქვს – 1:3 შინ, 0:2 სტუმრად.

კოპას “კლასიკო” “ლურჯ-ბროწეულისფერთა” პირველი ნომრისთვის სადებიუტოა. ორივე გუნდი კარგ ტალღაზეა და რაც მთავარია, მათ ტრიპლეტის ამბიცია აქვთ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (2)

  • sergio busquets5
    schedule 05 თებ 2019, 18:21

    მესი და დემბელე რომ იყვნენ რეალთან კანფეეტ. იქნება და დიდი შანსი იქნება რომ პირველი თამაში კაი ჰანდიკაპით მოვიგოთ

  • M10 S9 D11
    schedule 05 თებ 2019, 17:03

    მიდი შტეგო მაგრად უნდა იმეკარეო