ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ დღეს ლა ლიგის 23-ე ტურის მატჩების მთავარი არბიტრები დაასახელა.
“სან მამესზე”, ბილბაოს “ატლეტიკსა” და “ბარსელონას” შორის გასამართ მატჩს კარლეს დელ სერო გრანდე განსჯის. ხოლო VAR-ის ოთხას გილერმო კუადრა ფერნანდესი უხელმძღვანელებს.
შეგახსენებთ, რომ “ბილბაოსა” და “ბარსელონას” შორის შეხვედრა 10 თებერვალს, თბილისის დროით 23 საათსა და 45 წუთზე გაიმართება.




კარგია იმათი მონა მსაჯი რო არაა