მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ხრისტო სტოიჩკოვის გენიალური წერილი კოუტინიოს

ხრისტო სტოიჩკოვის გენიალური წერილი კოუტინიოს

“ბარსელონას” ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, ხრისტო სტოიჩკოვმა ფილიპე კოუტინიოს წერილი მისწერა, სადაც ის ბრაზილიელ შემტევს სრულ მხარდაჭერას უცხადებს. მასალას აქვეყნებს Mundo Deportivo.

“ამ სიტყვებით მსურს გულწრფელი მხარდაჭერა გამოგიცხადო. დარწმუნებული ვარ, უამრავი ფეხბურთელი ისურვებდა შენს ადგილზე ყოფნას, როცა სამეფო თასის მეოთხედფინალურ მატჩში “სევილიასთან” დუბლი გაიფორმე და ისეთმა დიდებულმა მოთამაშემ, როგორიც მესია, თერთმეტმეტრიანი დაგითმო. პენალტი, რომელმაც დაპირისპირების მსვლელობა განსაზღვრა. მსგავსი ბარიერის გადალახვა მხოლოდ დიდებულთა ხვედრია.

“ბლაუგრანაში” ასპარეზობა მარტივი არაა. “ბარსელონური” კარიერის დასაწყისში ზუსტად იმავეს განვიცდიდი, რასაც ახლა – შენ. ვიცი რას გრძნობ, როცა ყველაფერი გეგმის მიხედვით არ მიდის, მაგრამ დაუღალავი შრომა და უზარმაზარი მსხვერპლი წინსვლის საწინდარია. შენ პროგრესისთვის აუცილებელი უნარები გაგაჩნია და ხარ ერთ-ერთი საუკეთესო ლეგიონერი, რომელიც ოდესმე ამ გუნდში გამოსულა.

შენში ეს სპორტი დიდი დოზით დევს და შეგიძლია “ბარსასთვის” უამრავი რამ გაიღო. შენი ერთადერთი ამოცანა საკუთარი თამაშით სიამოვნების მიღებაა. იმოქმედე ისე, როგორც ამას ბრაზილიის ნაკრებში აკეთებ. მსგავსი მიდგომა დამეხმარა, როგორც ბულგარეთის ეროვნულ გუნდში, ასევე საკლუბო დონეზე.

არასდროს მისცე საკუთარ თავს მორალურად დაცემის უფლება, რადგან გულშემატკივრებს შენი წარმატების ხილვა სურთ. იცოდე, “ბარსელონას” მსოფლიოს საუკეთესო ქომაგები ჰყავს, რომლებიც მუდამ მხარს დაგიჭერენ – ისინი ზუსტად ასე მოიქცნენ ჩემთან მიმართებაში.

ყურების ჩამოცვენის დრო ნამდვილად არ არის, პირიქით, ჩვენ პოზიტიურ განწყობაზე დადგომის უამრავი მიზეზი გვაქვს. დაივიწყე “ვალენსიასთან” ფრე. ლა ლიგა გადამწყვეტ ფაზაში ახლა შედის, ჩემპიონთა ლიგა ახლოვდება და რაც მთავარია, ერთ თვეში მუდმივ ანტაგონისტებთან სამ შეხვედრას გავმართავთ. “რეალთან”, რომლის ჩამოწერა არ შეიძლება. “კლასიკო” საუკეთესო მატჩია, ხოლო იქ გოლის გატანა – დაუვიწყარი შეგრძნება, რომელიც ერთხელ უკვე გამოცადე. გუნდს შენი საუკეთესო ვერსია სჭირდება, რათა შიდა ჩემპიონატში პოზიცია გაიმყაროს და კოპა დელ რეის ფინალის საგზური მოიპოვოს – შენს პასუხისმგებლობას ზრდის ფეხბურთის ღმერთის, ლეო მესის დაზიანება, რომელიც “ვალენსიასთან” დაპირისპირებაში მიიღო.

პრესაში წაკითხულმა ინფორმაციამ პატარა თხოვნით მომართვის სურვილი გამიჩინა – ნუ იფიქრებ სხვა გუნდში გადასვლაზე, რადგან “ბარსელონა” ერთადერთი და განუმეორებელია, მეტი ვიდრე კლუბი. სხვაგან ვერსად იპოვი კოლექტივს, სადაც მესის, სუარესისა და დანარჩენი მოთამაშეების დონის პარტნიორებთან ერთად საყვარელ საქმეს გააკეთებ, ფეხბურთს ითამაშებ.

მთელი გულით გისურვებ ყოველივე საუკეთესოს. მჯერა, რომ “ბარსელონაში” ისტორიას დაწერ.

თავი მაღლა აწიე!

პატივისცემით,

ხრისტო”

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (33)

  • lado-barca
    schedule 08 თებ 2019, 01:13

    გენაცვალე სტოიჩკოვ <3

  • კულენიკა123
    schedule 06 თებ 2019, 20:57

    დღეს რომელზე იწყება ელ კლასიკო?

  • dembele11
    schedule 05 თებ 2019, 14:34

    Aდმინ რატო ზარმაცობ, გუსჰინ საღამოს მერე არაფერია სიახლე დადე რაა, შედი მუნდოზე და გადმოტარგმნე ბლიაად დავიგალეთ ხალხი რა ჯანდაბაა, ეს საიტი ხო სიახლეების გამო გაქვტ გაკეთებული!!!

  • danieli
    schedule 04 თებ 2019, 23:18

    შენ გაიხარე დიდებულო ლეგენდავ-ხრისტო სტოიჩკოვ.

  • Messi, Iniesta
    schedule 04 თებ 2019, 23:09

    საუკეთესო სიტყვები, საუკეთესო ადამიანისგან! ბრავო! რა სულში ჩამწვდომი სიტყვებია! heart_eyes

  • dshvelidze
    schedule 04 თებ 2019, 23:09

    ხრისტო მაგარი კაცი.

  • lordbaron
    schedule 04 თებ 2019, 22:45

    ციტატა: Mess10
    ესეთი მოსახოდი წერილების წერა თუ შეგეძლო დაგეწერა თავის დროზე ნეიმარისთვის ეხლა ხო იქნებოდა ბარსა მართლაც დამანგრეველი. წარმომიდგენია შტეგენი, სემედუ, პიკე, ლენგლე, ალბა, ბუსი, არტური, კოუტინიო და წინ რა თქმა უნდა მესი,სუარესი და ნეიმარი იფ იფ იფ


    ლენგლეს მაგივრად უმტიტი <3

  • professor1984
    schedule 04 თებ 2019, 22:05

    საღოლ ხრისტო ესეთი მხარდაჭერა ნაღდად ჭირდება კოუს და იმედია ამ წერილის მერე მოეხსნება ყველანაირი კომპლექსი და ის კოუ დაგვიბრუნდება რომელსაც ამდენიხანია ველით

  • Bakero
    schedule 04 თებ 2019, 21:47

    ხრისტო კაცი ხარ !!! ყველაზე მაგარ მომენტში მხარდაჭერა ! საღოლ საღოლ !

  • Ansu Fati 22
    schedule 04 თებ 2019, 20:47

    Genialuri werili miuweria 👏👏👏

  • 10.barca
    schedule 04 თებ 2019, 20:42

    სალამი კულეებს😊 ახალი ვარ იმედია მიმიგებთ😊
    ხრისტოს საღოლ ..

  • barcelonafanlasha
    schedule 04 თებ 2019, 19:56

    რა უნდა თქვა მეტი რა… რა მაგარი წერილი მიუწერია..პროსტა ქულ ემეიზინგ…

  • dembele11
    schedule 04 თებ 2019, 19:47

    Aდმინ კაცურად, დემბელეზე თუ გაჩითავ სიახლეს კლასიკოსთან დაკავშირებით დადე რა ეგრევე. ჩემი და ვფიქრობ სასტავისიც, უმორჩილესი თხოვნაა…….!❤ ვNერVიUლOბთ გUლშEმAტKიVრEბI ❤და მეგობრებო❤💙 ადმინზე ადრე თუ ნახავთ თქვენ აქ დადეთ, ვისკა ბარსა❤💙!!

    ციტატა: getsby
    ყველა რო ველოებით რეალთან გაიბრწყინოს კოუმ და სასტავში რო არ ათამაშოს.დდ ხო კაი ვიცი რო დააყენებს მაგრამ მაგისგან არაფერი გამიკვირდება


    Gაჩერდი ძმაო თუ არა 😂რო მარტლა არდააყენოს გაგაციმბირებენ აქედან 😂😂❤

    ჩემო მეგობრებო, აგარ იდარდოთ დემბელესთან დაკავშირებით ვარჯიშობს, და 100%იტ მზადაა კლასიკოსთვის, გოლით უნდა აგნიშნოს დაბრუნება 😍😍უსმან დემბელე 😍😍