საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლორან ბლანმა განაცხადა, რომ ერიკ აბიდალი საუკეთესო მარცხენა მცველია, რომელიც მას ოდესმე უვარჯიშებია და კავშირი ჰქონია. “მამლების” თავკაცის თქმით, ერიკი დიდი დანაკლისი იქნება, როგორც ნაკრებისთვის, ისევე კლუბისთვის (როგორც მოგეხსენებათ აბიდალს ღვიძლზე სიმსივნე აღმოუჩინეს და მას სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა).
“აბიდალი საუკეთესო მარცხენა მცველია, რომელთანაც ოდესმე კავშირი მქონია. მეამაყება, რომ მისი მწვრთნელი ვარ. ახლა მას ოპერაციის შემდეგ გარკვეული დრო დასჭირდება, რათა ჩვეულ ფორმას დაუბრუნდეს. ერიკი დიდი დანაკლისი იქნება, როგორც საფრანგეთისთვის, ისევე “ბარსელონასთვის”. ნაკრებში სწორედ დაცვის მარცხენა ფლანგზე ახლა პრობლემები შეგვექმნა, მაგრამ იმედი მაქვს ვიპოვით ისეთ ფეხბურთელს, რომელიც იმის ნახევარს მაინც გააკეთებს, რასაც აბიდალი აკეთებდა.” –ციტირებს ბლანის სიტყვებს France Football.


