“ვალენსიას” მთავარმა მწვრთნელმა, მარსელინო გარსია ტორალმა, “ბარსელონასთან” მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.
“მესის თამაში სასიამოვნოა მანამ, სანამ ის მოედანზე შენ წინააღმდეგ გამოვა. არგენტინელი მრავალი წლის განმავლობაში უმაღლეს დონეზე ასპარეზობს. ჩვენი მიზანია ლეოს ბურთით ნაკლები დრო გავატარებინოთ.
ვიცით, რომ კატალონიური გრანდი მოედანზე ოპტიმალური შემადგენლობით გამოვა და “ბარსას” საუკეთესო ვერსია დაგვიპირისპირდება.
“რეალთან” გასამართი სამომავლო შეხვედრა ჩვენ არაფრით გვეხმარება, რადგან “ბლაუგრანას” “კლასიკოსთვის” მოსამზადებლად 4 დღე ექნება.”-ამბობს მარსელინო.
“ბარსელონა” – “ვალენსიას” მატჩი 2 თებერვალს, 21:30 საათზე გაიმართება.




დემბელე როდის ბრუნდება, ხო გაუვიდა 15 დღე? ისე, კი იჯერებდა გულს playstation – ით:)
პირადად მესიმ უნდა ამოგტენოთ დიდი ხანია ჰეთ-თრიკი არ გაუტანია