workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩიგრინსკის ინტერვიუ

ჩიგრინსკის ინტერვიუ

ს.კ. “ბარსელონას” ყოფილმა ცენტრალურმა მცველმა, დიმიტრი ჩიგრინსკიმ, ისაუბრა “ბლაუგრანაზე”, პეპ გვარდიოლასა და კლუბის ფეხბურთელებზე. მან 1 წელი გაატარა ლა ლიგის ჩემპიონებთან ერთად, ხოლო წარუმატებელი სეზონის შემდეგ კვლავ უკრაინაში დაბრუნდა.

 

“ბარსელონა”

“ზოგიერთი ადამიანი იძახის, რომ “ბარსელონა” მწვრთნელის გარეშეც მშვენივრად ითამაშებს, მაგრამ ეს არის ტყუილი! მათთვის სულაც არ არის ადვილი გამოვიდნენ მოედანზე და გაანადგურონ მეტოქე, პირიქით ეს ძალიან ძნელია, ამას უამრავი შრომა და ვარჯიში სჭირდება”.

 

პეპ გვარდიოლა

“გვარდიოლა ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს ტაქტიკურ მონახაზებს. ის ყოველი მატჩის შემდეგ ჯდება და აანალიზებს მომხდარს, რის შედეგადაც თამაშს აუმჯობესებს. ის არა მხოლოდ კარგი მწვრთნელია, არამედ უაღრესად დადებით პიროვნება და მეგობარია”.

 

ცენტრალური მცველები

“პიკე და პუიოლი უდიდესი პროფესიონალები არიან. ისინი ყოველთვის კარგ ფიზიკურ კონდიციებში იმყოფებიან და ძლიერად გამოიყურებიან. კარლესი კი სუფთა სისხლის კაპიტანია”.

 

ლიონელ მესი

“ის უბრალოდ დაუჯერებელია, არაჩვეულებრივი! როდესაც ის მოძრაობისას მარცხნივ გადაიხრებოდა, ვერც კი მოასწრებდი რეაგირებას, რომ მოპირდაპირე მხარეს იყო და ძალიან ადვილად დაგისხლტებოდა ხელიდან. ის უნივერსალური ადამიანია, ფაქტიურად ყველაფრის გაკეთება შეუძლია მოედანზე. მესი რაღაც აწყობილი მექანიზმივითაა, თითქოს უბრძანებ: “გადაიხარე მარცხნივ და დაარტყი!”. მისი აზროვნება ბევრად უფრო შორსაა, ვიდრე სხვა ფეხბურთელის, ყველაფერს წინასწარ საზღვრავს. მას აქვს დაუჯერებელი კოორდინაციის უნარი და ფენომენალური სხეული. მესი მუდამ მოტივირებულია. იგი ზუსტად იგივე ამბიციებით ცხოვრობს, როგორც ბავშვობისას. ვარჯიშებზე ის პატარა ბიჭივით იყო, თითქოს დედას ეუბნებოდა, რომ ფეხბურთს ითამაშებდა და მალე დაბრუნდებოდა”. (იცინის).

 

დონეცკის “შახტარი” ამ დროისთვის უკრაინის ლიგის ერთპიროვნული ლიდერია. მას და მეორე ადგილოსანს შორის 12 ქულიანი ჰანდიკაპია. 22 მატჩიდან დიმიტრის გუნდმა 19 მოიგო, 1 ფრედ დაამთავრა და 2-იც წააგო. მათ გაიტანეს 43 გოლი და გაუშვეს მხოლოდ და მხოლოდ 8. ისინი ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალურ მატჩში კატალონიის “ბარსელონას” დაუპირისპირდაბიან.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში