მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“დორტმუნდმა” ალკასერის გამოსყიდვის შესაძლებლობა გამოიყენა

“დორტმუნდმა” ალკასერის გამოსყიდვის შესაძლებლობა გამოიყენა

პაკო ალკასერი დორტმუნდის “ბორუსიაში” იჯარით რამდენიმე თვის წინ გადავიდა და უკვე დიდი ხნის გადაწყვეტილია, რომ ის “ბარსელონაში” აღარ დაბრუნდება, თუმცა ეს მხოლოდ დღეს დადასტურდა. ინფორმაციას რამდენიმე ცნობილი სპორტული ჟურნალისტი და Marca ავრცელებს და მათი ცნობით, ეს ოფიციალურია. 

“ბარსელონა” ძირითად თანხად 23 მილიონ ევროს მიიღებს, კიდევ 5 მილიონს კი – ბონუსების სახით. ასევე, მომავალში ფეხბურთელის ტრანსფერის განხორციელების შემთხვევაში, “ბარსას” თანხის 5% ერგება. 

კატალონიიდან წასვლის შემდეგ, ალკასერმა ფორმის პიკს მიაღწია. “დორტმუნდთან” ერთად ჩატარებულ 18 შეხვედრაში, მის ანგარიშზე 13 გოლია. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (5)

  • gaucho_10
    schedule 02 თებ 2019, 10:25

    მშვენიერ ფასად გაიყიდა, ასეთ ფასში რო წავიდეს რაფინიაც არაა ურიგო. იმედია გომეშსაც გამოისყიდის ევერტონი

  • M10 S9 D11
    schedule 02 თებ 2019, 01:05

    კაი მაყუთში გაგვიყიდია

  • messiiesta
    schedule 02 თებ 2019, 00:50

    ეს მელოტი აქ რას ინაზებოდა აბა

  • sergio busquets5
    schedule 01 თებ 2019, 23:49

    კარგია რომ გაუშვეს

  • achigeo
    schedule 01 თებ 2019, 23:27

    არადა ევხეწებოდნენ წაიყვანეთო, რამდენადც ვიცი ხელფასის ნაწილიც ბარსამ გადაიხადა 😀